14 სექტემბერს, საფარის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა. კონფერენციის მიზანი იმ სამართლებრივი ხარვეზებისა თუ პრაქტიკული ბარიერების განხილვა იყო, რასაც სქესობრივი დანაშაულებების გამოძიებისას ვაწყდებით. საკითხი თავიანთი პერსპექტივიდან შეაფასეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ...

“საფარმა” ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობის, “გოგონების ხმის” წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ორგანიზაციის იურისტები, ცირა ჯგერენაია და თამარ ლუკავა სკოლის მოსწავლეებს ქალზე ძალადობის ფორმებსა და მათ სამართლებრივ რეგულაციებზე ესაუბრნენ. იურისტები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უხსნიდნენ გოგონებს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს, მათზე ...