ამ ბლოგპოსტში მინდა, სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაუბროთ და გავერკვეთ, რაში იხარჯება გადასახადების გადამხდელების მიერ სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი ფული, რომელიც ეკუთვნის მოქალაქეებს და რომლის განკარგვასაც ვანდობთ ხელისუფლებას. ამ საკითხში ჩაღრმავება გამოგვადგება სწორი არჩევანის გაკეთებაში და გვაჩვენებს, ასრულებს თუ არა სახელმწიფო ხალხის დაკვეთას. ...

ბლოგს ვუძღვნი ქალებს საქართველოდან და არა მარტო მათ, ყველას, ვინც ყოველ დილით მიდის სამსახურში, ითმენს და იტანს ყველანაირ სამუშაო პირობას იმ იმედით, რომ  გადაურჩება შიმშილს, შვილებს მისცემს უკეთეს განათლებას, ერთხელ და სამუდამოდ იქნება დამოუკიდებელი… ჩვენთან ხშირად ასე ამბობენ, ერთი მერცხალი ...

ქალების ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მიღწევას ეხმარება, ქალების უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს და სიღარიბეს ამცირებს. ეკონომიკური პროგრესი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ვერ მიიღწევა, თუ ქალების ეკონომიკური სტატუსი დაბალია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. ქალების ეკონომიკური გაძლიერება მთელი რიგი ...

ბებიამ საპენსიო ასაკს რომ მიატანა, ბუღალტრის საქმიანობას თავი დაანება და ჩვენს, შვილიშვილების, აღზრდას შეუდგა. მახსოვს, 3 მცირეწლოვანი ბავშვი მთელ დღეს მასთან ვატარებდით. ვერავინ დაასწრებდა დილით, უთენია ადგომას. გაღვიძებისთანავე იწყებდა ჩვენს მოვლას, სახლის დასუფთავებას, საჭმლის მომზადებას, ტანსაცმლის რეცხვას, ბაბუაზე ზრუნვას და ...

რაც ოჯახის საკუთრებაა, ის ოჯახის თითოეული წევრის საკუთრებაცაა. როგორ ნაწილდება როლები ოჯახში? თითოეული ოჯახი ინდივიდუალურია, მისი წევრები სხვადასხვა როლს ირგებენ, ფუნქციების შეთავსება ბუნების მიერ არაა დადგენილი და მისი გადანაწილება შეიძლება მოხდეს: ოჯახის ისტორიის მიხედვით, მისი კულტურული ფასეულობებით ან არსებული შეთანხმების ...

კოვიდ 19-ით გამოწვეული პრობლემები მრავალმხრივი მიმართულებით აისახება როგორც ქალებზე, ასევე მამაკაცებზე. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და იმის ფონზე, რომ მსოფლიოს მსგავსი სახის კრიზისთან გამკლავების გამოცდილება არ გააჩნდა, ამ ყველაფრის მენეჯმენტი, ცხადია, გამოწვევებით იყო და არის ...

‘’მთელი დღე სახლში ზის და არაფერს აკეთებს’’ ‘’რამ დაგღალა, მთელი დღე სახლში ხარ?’’ ‘’ახალგაზრდა რომ ვიყავი, თან ვმუშაობდი, თან ოჯახსაც ვუვლიდი’’. რამდენად ხშირად მოგისმენიათ ასეთი ან მსგავსი ფრაზები? სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, როგორც კაცებისგან, ასევე, გასაკვირია და, ქალებისგანაც. პირველად საკუთარ თავზე ...

2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მდგრადი განვითარების 17 მიზანი წარუდგინა სახელმწიფოებს. მეხუთე მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს, მერვე მიზანი კი  სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ყველასათვის ...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია. მის წინააღმდეგ ქარტიას კავშირმა “საფარმა”, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მომართეს. მხარეები სადავოდ ხდიდნენ მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას “ნანუკას შოუს”, ...

2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, „საფარმა“ განცხადება წარადგინა. „საფარი“ აცხადებდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ ...

საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის  მსხვერპლი ქალის ე. ბ.-ს ინტერესებს. ის მოძალადე ი. მ.-ს მხრიდან განიცდიდა ადევნებას, მუქარასა და ძალადობას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, მოძალადეს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ი. მ.-მ კვლავ  ...

“საფარი” აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს საზაფხულო ონლაინ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. კურსი განკუთვნილია ქალთა საკითხებზე მომუშავე იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ცოდნა და მუშაობს, ან მომავალში აპირებს მუშაობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მათ შორის მოიცავს შემდეგ საკითხებს: ...