საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, მისმა თანამშრომელმა და პარტნიორმა სამსახურში ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ქალმა ტვინის შერყევა და სახის ტრავმა მიიღო. ამ შემთხვევამდე კაცი ქალზე სამი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად. საქმეში საფარის იურისტი – თამარ ლუკავა ჩაერთო. ...

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და უზრუნველყოს დაზარალებულთა სტატუსის აღიარება. საფარი მუშაობს საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია “ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა. ...

12 მარტს დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ქალს იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა.  ქალი დახმარებისთვის საფარში ერთი თვის წინ, 11 თებერვალს მოვიდა. იქამდე, მრავალი თვის განმავლობაში, დაზარალებულმა პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც ...

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 26 აგვისტოს არასრულწლოვანი ნ.ხ-ის გაუპატიურების საქმეზე ზ.ხ. უდანაშაულოდ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა ბრალდებულის კონტაქტი დაზარალებულთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დანაშაულის დასამტკიცებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას თანდართულ ფაილად, ...

2024 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეა გოდოლაძის საქმეზე გამოიტანა განაჩენი, რომლითაც გაამართლა ოჯახში ძალადობაზე მსჯავრდებული კაცი. ვთვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ისევე, როგორც ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის მიერ გამოტანილი განაჩენი არის გენდერულად არასენსიტიური ...

პირს, რომელმაც თანხმობის არ არსებობისას მასთან სახლში მისულ ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალმა საფარს 2024 წლის თებერვალში მიმართა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, თუმცა მოძალადე არ დაუკავებიათ. ბრალის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების – ქალის სხეულზე ...

საფარს დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას.  საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები ...

25 ნოემბერს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც პარტნიორი სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად. ისინი დაახლოებით 2,5 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. საქმეში საფარის იურისტი აიჰან ჰასანლი ჩაერთო. საფართან მიმართვის დროს, ქალს სახესა და სხეულზე ფიზიკური დაზიანებები ეტყობოდა. დაზარალებული საქმეზე ...

2024 წლის 19 აგვისტოს, საფარს სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ მიმართა, რომელიც ქმარს მათ შორის არსებული სისტემატური კონფლიქტის გამო დაშორდა და საცხოვრებლად ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა ბავშვებისთვის ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას ნიშნავდა, რაც მათ უნდოდათ და ახარებდათ, ...

თებერვლის თვეში საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც აპლიკაცა Tinder-ის საშუალებით გაცნობილმა კაცმა სექსუალურად იძალადა. მიუხედავად შეხვედრაზე გაცხადებული თანხმობისა, ქალი მასთან სექსუალურ ურთიერთობას არ დათანხმებულა. მოძალადემ ის ბინაში გამოკეტა, ჯერ ფიზიკურად იძალადა მასზე, შემდეგ მოკვლით დაემუქრა და გააუპატიურა.  ბინიდან დაღწევისთანავე ქალმა პოლიციას ...

საფარის თბილისის ოფისს მიმართა ქალმა, რომლის ყოფილმა ქმარმა პირველ მარტს მათი საერთო მცირეწლოვანი შვილი მოიტაცა და ქალს და მის ოჯახს ბავშვის ნახვის უფლებას არ აძლევდა. ამ შემთხვევამდე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კაცს შვილის წაყვანა პარასკევს და მისი დედის საცხოვრებელ ...

საფარის ოფისს დაზარალებულის დედამ 2024 წლის თებერვალში მიმართა, მას შემდეგ, რაც შვილის ქცევაში თვალშისაცემი ცვლილებები შენიშნა. აღმოჩნდა, რომ ბავშვზე მისი ოჯახის წევრი 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად.  საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი შუამავლობით  არასრულწლოვანმა საგამოძიებო ორგანოს მომხდარის ...

12 მარტს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც ყოფილი ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. კაცი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლით სამჯერ უკვე იყო ნასამართლევი, ციხის დატოვების შემდეგ, ქალის სახლში ყოვედღიურად მიდიოდა, მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობდა, შეურაცხყოფას ...

2023 წლის 18 თებერვალს საფარის იურისტმა აჭარაში, ნინო ირემაძემ, ხელვაჩაურის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით სახალხო დამცველს მიმართა. ის ითხოვდა სკოლაში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, რადგან, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უკვე წლებია, რაც გოგოებს უნიფორმის – ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარება ...

საფარს მომართა არასრულწლოვანმა გოგომ, რომელსაც პირი ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და მას სქესობრივ კავშირსა და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა. მოძალადე 7 თებერვალს დააკავეს. უცნობმა პირმა არასრულწლოვანი გოგო სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეხვედრაზე დაითანხმა, სადაც მასთან სქესობრივი კავშირი ...