“საფარი” ქალთა ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს ქალთა უფლებებზე ცოდნა. ამისათვის მან დაარსა ორენოვანი ფეისბუქ პლათფორმები “ფანჯარა” და “განძი”. Pəncərə/ფანჯარა არის ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის მოქალაქეების უკეთესი ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოაგდოებაში. ამ პლატფორმაზე თემის წევრი ახალგაზრდები ...
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 წლის კაცი ყოფილ ცოლზე ადევნებისთვის დამნაშავედ ცნო სხვა დანაშაულებთან ერთობლიობით, 1 წლით თვაისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გამოძიებისას დადგინდა, რომ კაცი ყოფილ ცოლს რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდა სახლთან და სამსახურთან, მუდმივად ეკონტაქტებოდა ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით, ...
2021 წელი საფარისთვის დიდი ცვლილებების წელი იყო. ორგანიზაცია მნიშვნელოვად გაიზარდა და დღეს უფრო მეტი რესურსით მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების შედეგებთან ბრძოლაში თანადგომა, ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე ცოდნის მიღება ესაჭიროება. ჩვენ კვლავ თქვენ გვერდით ვართ ...
„საფარი“ აცხადებს ორ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ქუთაისსა და მარნეულში. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში. ძირითადი ფუნქციები: – ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და ...
ქართველი უფლებადამცველების საჭიროებების კვლევა, ინფოგრაფიკა, საფარი, 2021 ...
საფარის და ნაამბობის ერთობლივი ონლაინ კამპანია მეც შვილი ვარ / I am an heiress too, დონორის, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის Prague Civil Society Centre მიხედვით, წარმატებული პროექტია. პატარა ვიდეო კამპანიის შესახებ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის მიერ მომზადდა. #მეცშვილივარ #საფარი #ნაამბობი ...
ხვალ, 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ თბილისში“ (26 მაისის მოედანი 1, ყოფილი სასტუმრო ,,აჭარა“, 1-ელი სართული), გაიმართება კვლევის ,,უფლებადამცველების საჭიროებების დადგენა“ პრეზენტაცია. 2021 წლის, აპრილიდან – ოქტომბრამდე, ორგანიზაცია ,,საფარმა“, ,,ადამიანთა უფლებათა სახლის ფონდის (HRHF)“ მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი “ადამიანის ...
2020 წელს, ორგანიზაცია „საფარმა“ ,,ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მობილური აპლიკაცია SAFE YOU ჩაუშვა. Safe you აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რომ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციაა, პირებს შეეძლებათ ისარგებლონ კვალიფიციური ფსიქოლოგების მხარდაჭერით და მიიღონ რჩევები. სწორედ ამიტომ, საფარი იწვევს კვალიფიციურ ფსიქოლოგებს, რათა დაინტერესებულ ...
როგორც მოგეხსენებათ, საფარი მუშაობდა პროექტზე “კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ორგანიზაციაში”, რომლის მიზანი იყო ორგანიზაციაზე მორგებული სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება, მიზნობრივი ტრეინინგების თუ კონსულტაციის საშუალებით. ბოლო წლების მანძილზე, ორგანიზაცია გაიზარდა, გაფართოვდა, სულ უფრო დიდი მასშტაბით მუშაობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, კიდევ მეტად ...
ხვალ, 11 ოქტომბერს, 13.00-ზე, ორგანიზაცია საფარის ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრეზენტაცია საფარის წიგნისა “როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება”. დღეს სულ უფრო და უფრო გვიჭირს ჩვენი შვილების დაცვა ვირტუალურ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან. მოძალადეების, პედოფილების, სხვადასხვა სახის თაღლითების ...
27 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „კოალიცია თანასწორობისთვის“ “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში” 2020 ანგარიშის პრეზენტაცია. კოალიციის დასახელებული ყოველწლიური ანგარიშის 2020 წლის ვერსია აღნიშნულ წელს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ასახავს. როგორც მომხსენებლებმა ...
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2020 წლის ანგარიში, კოალიცია თანასწორობისთვის ...
ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია Equality Now აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქალთა უფლებების 5 ევრაზიელი აქტივისტი, რომელსაც უნდა იცნობდეთ”. გთავაზობთ სტატიას. Equality Now-ს აქვს პრივილეგია, ითანამშრომლოს ქალთა უფლებების აქტივისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ თვეში, ჩვენ ვესაუბრეთ ქალ აქტივისტებს მთელი ევრაზიიდან, სადაც ჩვენ ქალთა ...