მეგობრებო! ისევ დახმარებისთვის მოგმართავთ! ეს თაკოა, რომელმაც შემთხვევითი ტრავმა მიიღო: სახის დიდი ნაწილი შუშით აქვს მნიშვნელოვნად დაზიანებული. სამწუხაროდ, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობას, თაკოსაც არავინ ჰყავს, რომ შეიკედლოს ან ფინანსურად უზრუნველყოს გაჭირვებისას. როგორც მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ...

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო თვის მანძილზე, საფარმა აქტიურად წამოიწყო იმ ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია, რომლებიც პანდემიის ჟამს განსაკუთრებით დაზარალდნენ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აქცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველად, დახმარება დაურიგდათ ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს, მომდევნო ორ ეტაპზე ...

“საფარი” თქვენი შემოწირულობების შედეგად შემოსული თანხით ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას განაგრძობს. ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, ორგანიზაციამ უკვე თბილისელი ტრანსგენდერი ადამიანები მოინახულა და მათ პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტები გადასცა. “პანდემიის პერიოდში, დღიდან დღემდე, თეთრებს ვითვლიდი, რომ თავი გამეტანა. ბოლოს, ეს თეთრებიც გამომელია ...

საფარის მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. როგორც უკვე გატყობინებდით, აქციის მეორე ეტაპზე, 2 აპრილს, დაგროვილი თანხით მარნეულში დახმარება კიდევ 30-მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თქვენი შემოწირულობების წყალობით, თითოეულმა ოჯახმა დაახლოებით 85-90 ლარის ღირებულების პროდუქტის დახმარება მიიღო. დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში ...