"საფარის" აქტივობები / ლგბტქი

თაკოს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება

მეგობრებო!

ისევ დახმარებისთვის მოგმართავთ!

ეს თაკოა, რომელმაც შემთხვევითი ტრავმა მიიღო: სახის დიდი ნაწილი შუშით აქვს მნიშვნელოვნად დაზიანებული.

სამწუხაროდ, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობას, თაკოსაც არავინ ჰყავს, რომ შეიკედლოს ან ფინანსურად უზრუნველყოს გაჭირვებისას. როგორც მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მუშაობას ვერ შეძლებს. ანუ, სანამ იგი არ გამოჯანმრთელდება, ვერ იმუშავებს, შესაბამისად, ვერც ბინის ქირას გადაიხდის.

გთხოვთ, ნუ დავტოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ და თუნდაც მცირედი, სიმბოლური თანხით დავეხმაროთ თაკოს, რომელსაც ჩვენ გარდა არავის იმედი არ აქვს.

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ანგარიშის ნომერია: GE22TB7800636080100020

მიმღები: აიპ საფარი.

დანიშნულება: თაკოსთვის

წინასწარ მადლობას გიხდით თანადგომისთვის!