2024 წლის 19 აგვისტოს, საფარს სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ მიმართა, რომელიც ქმარს მათ შორის არსებული სისტემატური კონფლიქტის გამო დაშორდა და საცხოვრებლად ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა ბავშვებისთვის ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას ნიშნავდა, რაც მათ უნდოდათ და ახარებდათ, ...
თებერვლის თვეში საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც აპლიკაცა Tinder-ის საშუალებით გაცნობილმა კაცმა სექსუალურად იძალადა. მიუხედავად შეხვედრაზე გაცხადებული თანხმობისა, ქალი მასთან სექსუალურ ურთიერთობას არ დათანხმებულა. მოძალადემ ის ბინაში გამოკეტა, ჯერ ფიზიკურად იძალადა მასზე, შემდეგ მოკვლით დაემუქრა და გააუპატიურა. ბინიდან დაღწევისთანავე ქალმა პოლიციას ...
საფარის თბილისის ოფისს მიმართა ქალმა, რომლის ყოფილმა ქმარმა პირველ მარტს მათი საერთო მცირეწლოვანი შვილი მოიტაცა და ქალს და მის ოჯახს ბავშვის ნახვის უფლებას არ აძლევდა. ამ შემთხვევამდე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კაცს შვილის წაყვანა პარასკევს და მისი დედის საცხოვრებელ ...
საფარის ოფისს დაზარალებულის დედამ 2024 წლის თებერვალში მიმართა, მას შემდეგ, რაც შვილის ქცევაში თვალშისაცემი ცვლილებები შენიშნა. აღმოჩნდა, რომ ბავშვზე მისი ოჯახის წევრი 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად. საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი შუამავლობით არასრულწლოვანმა საგამოძიებო ორგანოს მომხდარის ...
12 მარტს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც ყოფილი ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. კაცი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლით სამჯერ უკვე იყო ნასამართლევი, ციხის დატოვების შემდეგ, ქალის სახლში ყოვედღიურად მიდიოდა, მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობდა, შეურაცხყოფას ...
2023 წლის 18 თებერვალს საფარის იურისტმა აჭარაში, ნინო ირემაძემ, ხელვაჩაურის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით სახალხო დამცველს მიმართა. ის ითხოვდა სკოლაში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, რადგან, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უკვე წლებია, რაც გოგოებს უნიფორმის – ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარება ...
საფარს მომართა არასრულწლოვანმა გოგომ, რომელსაც პირი ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და მას სქესობრივ კავშირსა და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა. მოძალადე 7 თებერვალს დააკავეს. უცნობმა პირმა არასრულწლოვანი გოგო სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეხვედრაზე დაითანხმა, სადაც მასთან სქესობრივი კავშირი ...
საფარის იმერეთის ოფისს დაუკავშირდა ქალი, რომელსაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა სურდა. წყვილი 2015-2016 წლებში დაშორდა და ქალი, სამ შვილთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე, 2019 წელს, კაცმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საკუთრება თავის დას ...
საფარმა, პირველად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმეში წარმატებას მიაღწია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოძალადე, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს. 2023 წლის ოქტომბერში, საფარს აფხაზეთში მცხოვრებმა ქალმა მიმართა, ქმარი მასზე 7 წლის განმავლობაში ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. საფართან დაკავშირებამდე ცოტა ...
წალკის რაიონში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 12 წელი მიესაჯა. საქმე დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ქალი მოძალადისგან ფეხმძიმედ იყო და მისი ვინაობა თავიდანვე დაასახელა. კაცი თავის ბრალს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც ...
2023 წლის 15 სექტემბერს საფარმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა. საქმე ეხებოდა 22 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსთავი 2-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ნიუსი, სახელწოდებით – ...
საფარი რენადა ზოროღლიანს, რომელსაც ქმარი შვილებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა, პირველად მარტში შეხვდა და სომხეთში საფარის პარტნიორი ორგანიზაციის – “Impact Innovations Institute” ხელშეწყობით, სასამართლო პროცესის გარეშე დაეხმარა, შვილებთან ურთიერთობა, გაეახლებინა. საფარის ბენეფიციარი – რენადა ზოროღლიანი სომხეთში თავის ქმართან და ორ ...
28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა 2022 წლის 11 ...
10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ორდერი მას ქმართან კომუნიკაციის უფლებას უზღუდავდა. ქალის ინტერესებს საფარის აჭარის რეგიონის იურისტი, ნინო ირემაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, წყვილი განქორწინებას გეგმავს და რამდენიმე კვირაა, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ. თანაცხოვრების ...
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის ...