საფარი

ტენდერი სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის დეტალები:

სტუმრების რაოდენობა: 20-25

პერიოდი: ოქტომბერი

საჭირო სერვისები:

  • სადილი, ვახშამი
  • საკონფერენციო დარბაზი 3 დღის განმავლობაში, აღჭურვილი პროექტორით/ეკრანით და Wi-Fi-თ.

გადახდის პირობები:

  • გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისისა და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე); 
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული თანხა არ უნდა მოიცავდეს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ).

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ფასი;
  • ობიექტის ხარისხი და სისუფთავე;
  • საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობა.

წარდგენის ბოლო ვადა:

წინადადებები წარდგენილი უნდა იქნეს 2024 წლის 25 სექტემბრამდე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: goderdzishvili@sapari.ge

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეულ სასტუმროს ვაცნობებთ გადაწყვეტილებას 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

საფარი იტოვებს უფლებას უარყოს ნებისმიერი ან ყველა წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს.