საფარი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1500 დოლარის ეკვივალენტი ლარში
ადმინისტრაციის უფროსის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები:
- დაგეგმვა-განხორციელების პროცესის ზედამხედველობა, პროექტის მენეჯერსა და კოორდინატორებზე საქმის განაწილება-დელეგირება და განხორციელების მონიტორინგი;
- პროექტების ფინანსების დაგეგმვა, ბიუჯეტების შედგენა და მათი მართვის მონიტორინგი;
- საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;გუნდის განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
- ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგის და შეფასების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;
- ორგანიზაციის ადმინისტრაციის მართვა;
- ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფუნქციის შესრულება დონორებთან და პარტნიორებთან.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრატურა ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირებაში;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- გენდერის და ქალთა უფლებების ცოდნა და მგრძნობელობა;
- პროექტების და ორგანიზაციის მართვის 5 წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- მაღალი პასუხუსმგებლობა და ორგანიზებულობა;
- გუნდის მართვის და კარგი კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე), დიპლომის ასლი, ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: “ადმინისტრაციის უფროსი”.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 თებერვალი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.