რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საფარის ყოფილი თანამშრომელი, იურისტი და ქვიარ აქტივისტი მარი კურტანიძე ერთ-ერთი იქნება 30 მომხსენებელს შორის, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალი საქმიანობა და კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს ევროპის საბჭოში მარი, ამას ...

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საფარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც, მარნეულში კარანტინის შემოღების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მარტოხელა პენსიონერ ქალებს, მატოხელა დედებს, ხელმოკლე მრავალშვილიან ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ. პირველ ჯერზე, შემოსული 2070 ლარით 30 ოჯახს დავეხმარეთ. ...

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად. ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ...

რას ვგრძნობთ პანდემიის დროს? მწუხარებას. თუ ამას ვიტყვით, გავუმკლავდებით კიდეც. დასახმარებლად დევიდ კესლერს (David Kessler) მივმართეთ, რომელიც მსოფლიოში მწუხარების მთავარი ექსპერტია. მან ელიზაბეტ კუბლერ-როსთან (Elisabeth Kübler-Ross) ერთად წიგნიც დაწერა – „მწუხარების არსის განსაზღვრა დანაკარგის ხუთი სტადიის მეშვეობით“. მისი ახალი წიგნი ...

27 მარტს საფარმა დაიწყო საქველმოქმედო აქცია, რის შედეგადაც, 29 მარტს, მარნეულში 30-მა ოჯახმა მიიღო დახმარება (დარიგდა საკვები, ჰიგინური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები). ოჯახები შეირჩა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. კერძოდ, ჩვენი ადრესატები გახდნენ მარტოხელა ხანდაზმულები და ქალები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებოდათ დახმარება. თითოეულმა ...

ავტორი: გვანცა დოლაშვილი გამთენიის, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, მესმის ქალის განწირული ყვირილი – მიშველეთ, პატრულს დაურეკეთ ვინმემო. ვეცი ფანჯარას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავინახე საერთოდ ვერაფერი. მხოლოდ ქალის ხმა მესმოდა. წამში გამოვუძახე პოლიციას. პატრულის სამი ეკიპაჟი მოქანდა, ალბათ, მაქსიმუმ, 2 წუთში. მაგრამ, ...

კორონავირუსის გამო წითელ ზონაში მოქცეულ მარნეულში განსაკუთრებით გაუჭირდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს შემოსავალი, კარანტინის გამო, მოესპოთ. მათ შორის არიან მარტოხელა პენსიონერი ქალები, მატოხელა დედები, ხელმოკლე მრავალშვილიანი ოჯახები. ამ ძნელბედობის ჟამს, ორგანიზაცია “საფარი” იწყებს შემოწირულობების შეგროვებას, ...

8 წლის  ე. უ. თავისივე ოჯახის წევრის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლია. არასრულწლოვნის დედამ დახმარებისათვის შსს-ს შესაბამის ორგანოებს მიმართა, მაგრამ  გამოძიებამ ბავშვი მისი ასაკისთვის შეუსაბამო, არამგრძნობიარე მეთოდით გამოკითხა. შედეგად, გამოკითხვის პროცესმა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამ მსხვერპლზე მძიმე ტრავმული გამოცდილება დატოვა. ბავშვის ...

15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა. როგორც ყველა შეყვარებული, მიწას ფეხს არ ვაკარებდი, დავფრინავდი, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი სიყვარულის ობიექტმა, რომელიც ჩემზე 11 წლით უფროსი იყო, ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მე იგი მაინც უსაზღვროდ მიყვარდა. ეს ამბავი ჩემს დაქალს გავუმხილე. ...

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის. საქართველოში COVID-19 ვირუსის ...

ინდოეთის დედაქალაქ დელიში სიკვდილით დასაჯეს ოთხი კაცი, რომლებმაც 2012 წლის დეკემბერში დელის ავტობუსში ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ რკინის ჯოხით მხეცურად სცემეს და მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს 23 წლის სტუდენტი გოგონა. პოლიციის მონაცემებით, გოგონას თითქმის ერთი საათი აუპატიურებდნენ. სტუდენტი ავტობუსში მეგობარ ბიჭთან ...

კრიზისების დროს გენდერული უთანასწორობითა და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით განპირობებული მრავალი პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და თვალსაჩინო ხდება. COVID-19 ვირუსით (ე.წ. კორონავირუსით) გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა უმრავლესობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ქალები წარმოდგენენ. საქართველოს ექიმების ...

როგორც უკვე გატყობინებდით, 2020 წლის 13 მარტს, საფარს დახმარებისათვის მიმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ, 16 წლის ა. ა-მ. გოგონა მშობლებისა და ძმის მხრიდან მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა: მას უზღუდავდნენ სწავლისა და განვითარების უფლებას. მისი სახლში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში ...

იმ დღეს, როდესაც საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა ქვეყნის 15-დღიანი იძულებითი გაჩერების შესახებ გამოაცხადა, იქვე გაჩნდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა პოტენციური ზრდის საფრთხე: ამის მაგალითი ჩინეთში უკვე გვახსოვს. “შექმნილი კრიზისმა და კარანტინმა, სამწუხაროდ, შესაძლოა, ოჯახში ძალადობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნას. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ და ...