1 მარტიდან, მიუნხენის ხელისუფლებამ საპილოტე პროექტი ჩაუშვა – იგი ქალებს ღამის საათებში ტაქსით მგზავრობის გადასახადის ნაწილს უნაზღაურებს. ქალაქის მმართველობამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ქალებმა ღამის საათებში გადაადგილებისას თავი მეტად უსაფრთხოდ იგრძნონ და ტაქსის მაღალმა ღირებულებამ მათ ამ ტრანსპორტით მგზავრობაზე ...
28 წლის დაჯი თოდუა უკვე 5 წელია, რაც მასწავლებლად მუშაობს. მასწავლებლობა დაიწყო განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში “ასწავლე საქართველოსთვის”. ორი წელი სვანეთში ასწავლიდა, ერთიც – აჭარაში. სამი წლის შემდეგ დატოვა პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” და თბილისის მე-10-ე საჯარო სკოლაში გადავიდა, სადაც დღემდე ...
საფარს დახმარებისათვის მიმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ, 16 წლის ა. ა-მ. გოგონა მშობლებისა და ძმის მხრიდან მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა: მას უზღუდავდნენ სწავლისა და განვითარების უფლებას. მისი სახლში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ა-მა დახმარებისთვის საფარს მიმართა. საფარის დახმარებით, ...
გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღკვეთის სალიკვიდაციო კომიტეტი (CEDAW) პირველად საუბრობს მეანთა მხრიდან მშობიარეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ამ მანკიერი პრაქტიკის გამოვლენა ესპანეთის მკვიდრის საჩივრით გახდა შესაძლებელი: მიუხედავად სამედიცინო ჩვენებების არქონისა, ექიმებმა ორსული ქალის სამშობიარო პროცესის სტიმულირება გადაწყვიტეს. სიტუაციის გაანალიზებისას, გაეროს ექსპერტებმა ...
ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს ახალი წლის ღამეს ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლისი ფიზიკური ძალადობის გამო, ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – ამ ...
ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ ჰოლივუდის კინოპროდიუსერს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული სასამართლოში ხელბორკილებითა და შშმპ ეტლით გამოცხადდა – მარტის დასაწყისში მან გულის სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. “ბრალდების პირველი პუნქტით, თქვენ მოგესაჯათ 20 წლით თავისუფების აღკვეთა, ხოლო მეორეთი – 3 წლით”, – განაცხადა ...
წიგნის გამომცემლობამ Hachette Book Group (HBG) უარი განაცხადა ვუდი ალენის (Woody Allen) მემუარების Apropos of Nothing („არაფრის შესახებ“) გამოქვეყნებაზე. მემუარები გაყიდვაში აპრილის დასაწყისში უნდა ჩაშვებულიყო. გამომცემლობამ, რომელსაც წიგნის გამოცემის უფლება შეძენილი ჰქონდა, გადაწყვიტა, ავტორისთვის ეს უფლება უკან დაებრუნებინა. დასახელებული მემუარების ...
მადლენ ოლბრაიტმა ერთხელ თქვა: „ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილი არსებობს იმ ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“. ეს ჯოჯოხეთი, შესაძლოა, დედამიწაზეც არსებობდეს, რადგან ქალი უბრალოდ უკეთაა, როდესაც მას სხვა ქალების მხარდაჭერის იმედი აქვს. არსებობს კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს. დიახ, Harvard Business Review-ში ...
ავტორი გიორგი ქავთარაძე დაახლოებით 3 წელია, რაც მარტომ დავიწყე ცხოვრება და ცხოვრების განმავლობაში, პირველად წავაწყდი ყველა იმ რუტინულ საქმიანობას, რასაც სახლის მოვლა ჰქვია – იატაკის გამოგვა (ხარისხიანად დღემდე ვერ ვახერხებ), მოწმენდა, ჭურჭლის რეცხვა, ნივთების თავის ადგილას დაბრუნება (დღემდე ვერ ვახერხებ), ...
თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ რამდენიმე ათეული ქალის შეკრების დასაშლელად, რომლებიც სტამბოლის ცენტრში გუშინ ღამით ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეეცადნენ. Reuters-ის რეპორტიორებმა ადამიანთა ჯგუფი დაინახეს, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე ასეული ქალისგან შედგებოდა. ისინი ტაქსიმის მოედნის კიდეზე პლაკატებითა და დროშებით გამოჩნდნენ. ...
რისკი იმისა, რომ თქვენს სასმელში პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკს ურევენ, ძალზე მაღალია. თქვენ ვერასოდეს იქნებით სრულად დარწმუნებულნი იმაში, რომ თქვენ ირგვლივ მტაცებლები არ ტრიალებენ. ამიტომ, ბევრი ადამიანი შიშში ცხოვრობს. სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ თქვენს სასმელს თვალი არ მოაშოროთ, არ არსებობს იმის ...
დისკუსიებში ხშირად მხვდება, რომ მკვლელი კაცი სწორედ დედამ გაზარდაო მკვლელად. ეს არის მცდელობა, ისევ ქალი დაადანაშაულო ფემიციდში, ამჯერად დედა… რატომ კლავენ კაცები ცოლებს? ვის რას უმტკიცებენ ამით? ვისთან იწონებენ “კაცურკაცობით” თავს, თუ არა ისევ კაცებთან? ვისი დაცინვისა ეშინიათ კაცებს, თუ ...
გაიტერსბურგი, მერილენდი – ექსპერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. მათ შორის არიან მერილენდელი მეცნიერი ქალებიც. გაიტერსბურგის ვაქცინების ლაბორატორიაში Novavax თითოეული ფლაკონი, ბოთლი და ინსტრუმენტი გულდასმით მუშავდება. ნიტა პატელი (Nita Patel) Novavax-ის დირექტორია ანტისხეულების აღმოჩენისა და ვაქცინების ...

















