"საფარის" აქტივობები / სიახლეები

რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად – NGO-ები ბრიუსელში ვიზიტს აჯამებენ

“შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ” – ასე აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს ვანო ჩხიკვაძე, “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. სწორედ ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით მოეწყო საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში. ევროკომიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებში  მონაწილეობას იღებდა “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაიაც.

სამუშაო შეხვედრები ბრიუსელში 5-6 დეკემბერს გაიმართა და მასში შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ: „ღია საზოგადოების ფონდი“, „კავშირი საფარი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

*საფარის წარმომადგენელმა შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში. ამ პროექტის ფარგლებში, საფარი გაუპატიურების კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე აკეთებდა ადვოკატირებას.