2023 წლის 25 მაისს საფარმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ბუდუ შეყილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის იმ ნორმას, ...

“შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ” – ასე აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს ვანო ჩხიკვაძე, “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. სწორედ ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით მოეწყო საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში. ევროკომიისა და ...

გუშინ, 1 დეკემბერს, ქართველი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პრეცედენტული, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაუდგინა. განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს იმ მიზეზით მიმართეს, ...

19-24 თებერვალს, საქართველოდან არასამთავრობოების დელეგაცია ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ...

დღეს, 15 დეკემბერს, “კოალიციამ თანასწორობისთვის“ პრეკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის – ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. ...

საქართველოში 71 საკრებულოა და აქედან მხოლოდ ორის თავმჯდომარეა ქალი. მათ შორის ერთ-ერთს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ინგა მაღრაძე ხელმძღვანელობს. 2016 წლის 1 აგვისტოს ფრაქციამ „ქართულმა ოცნება“, ინგა მაღრაძის იმპიჩმენტი სცადა. ქალთა პოლიტიკური გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრები ხარაგაულში ჩავიდნენ ...

ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შესახებ, საფარი, ღია საზოგადოება – საქართველო, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, 2015 ...

2014 წლის 30 ივნისიდან 18 ივლისამდე ჟენევაში გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რიგით 58-ე სესია გაიმართა. 7-8 ივლისს კომიტეტმა შეხვედრები გამართა საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: საფარი, საია, ზიანის შემცირების ...