30 მარტს „საფარმა“ უმასპინძლა პარტნიორი ორგანიზაციის, KVINFO-ს წარმომადგენლებს. ეს არის დანიის გენდერისა და თანასწოორბის კვლევის ცენტრი, რომელთან ერთადაც სულ მალე ახალ პროექტს დავიწყებთ. შევხედრაზე სტუმრებს გავაცანით ორგანიზაციის საქმიანობა, სერვისები, შესაძლებლობები დ აგამოწვევები, ასევე, ვისაუბრეთ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
KVINFO-ს მხარდაჭერით „საფარი“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცებაზე, ქალი ლიდერების ხელშეწყობასა და წახალისებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე და სხვა საკითხებზე იმუშავებს. პარალელურად იგივე პროექტი განხორციელდება უკრიანაში, უკრანულ ფემინისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.