განძი

Պատասխանատվության դերը հասարակության մեջ

Որոշ մարդկանց՝ առանց որակավորումն ու կրթական մակարդակը բարձրացնելու, բարձր պաշտոնում աշխատելու ցանկությունը վնասակար է հասարակության համար։ Ավելի պարզ ՝ նրանք չեն սովորում, չեն աշխատում, ժամանակն անցկացնում են զվարճանալով և, միաժամանակ, ուզում են դիպլոմ ստանալ, իսկ երբ հարցնում ես՝ ինչո՞ւ ես դիպլոմ ուզում, եթե չես սովորում, տարօրինակ հայացքով ու ժարգոնով պատասխանում են. – «Գործի պահով էլի, ո՞վ գիտի, թե վաղն ինչ պաշտոնում եմ լինելու…»։
Մարդը, որպես անհատ, ձևավորվում է հասարակության հետ հարաբերությունների արդյունքում։ Հասարակության մեջ առկա վերաբերմունքն ու արժեքները էական ազդեցություն ունեն մարդու անձնական որակների և արժեքների ձևավորման վրա։ Միևնույն ժամանակ, անհատներն ունեն այնպիսի ազդեցություն հասարակության վրա, ինչպիսին` հասարակությունը անհատների վրա:
Անձնական հատկանիշներից չափազանց կարևոր եմ համարում պատասխանատվության զգացումը։ Պատասխանատվության զգացումը հիմք է ստեղծում բոլորի համար ընդունելի և նպատակահարմար որոշումներ կայացնելու, այլ մարդկանց հետ խաղաղ գոյակցության, կոնֆլիկտներից հնարավորինս խուսափելու, անձի զարգացման, քաղաքացիական հասարակության, և՛ ուժեղ, և՛ զարգացած պետության համար:
Վերադառնանք վերը նշված օրինակին։ Չնայած ցանկացած մարդու հանդեպ խորին հարգանքին, ես նման վերաբերմունքը համարում եմ անպատասխանատվություն: Շրջապատում կան մարդիկ, ովքեր օր ու գիշեր աշխատում են, անընդհատ կատարելագործում իրենց հմտությունները, ծախսում են շատ ժամանակ, էներգիա և գումար, բայց սրան զուգահեռ որոշ մարդիկ ցանկանում են աշխատել բարձր պաշտոնում՝ առանց որևէ բան անելու, և ինչն ամենավտանգավորն է, ուզում են պաշտոնն օգտագործել իրենց անձնական շահերը բավարարելու համար։
Այսինքն՝ փորձում են մեծացնել իրենց ազդեցությունը հասարակության մեջ, ընդունված լինել հասարակության մեջ պաշտոնի ուժով։ Հենց նման վերաբերմունքը պատասխանատվության զգացման բացակայության արտահայտություններից է։ Որովհետև նրանք չեն հասկանում, թե որքան մեծ է որակյալ պաշտոնյաների դերն ու նշանակությունը, նրանց պատասխանատվությունը թե՛ հասարակության, թե՛ օրենքի առաջ։
Այսպիսով, մարդը, ով իրեն պատասխանատու է զգում երկրի և իր համար, նախքան իր շահերից ելնելով բարձր պաշտոնում աշխատելու մասին մտածելը, լավ կլինի շատ աշխատի, բարձրացնի իր որակավորումը և խորապես հասկանա որակավորում չունեցող կամ ոչ բավարար որակավորում ունեցող անձանց կողմից պաշտոն զբաղեցնելու վնասակար հետևանքները:
————-
პასუხისმგებლობის როლი საზოგადოებაში

საზოგადოებისთვის დამაზიანებელია ზოგიერთი ადამიანის სურვილი, იმუშაოს მაღალ თანამდებობაზე, ყოველგვარი კვალიფიკაციისა და განათლების დონის ამაღლების გარეშე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არ სწავლობენ, არ შრომობენ, დროს გართობაში ატარებენ, მაგრამ, პარალელურად, დიპლომის აღება უნდათ. როდესაც ეკითხები, რისთვის გინდა დიპლომი, თუ არ სწავლობო, უცნაური გამოხედვით და ჟარგონით გპასუხობენ: – მუშაობის პონტში რა, ვინ იცის, ხვალ რა თანამდებობაზე ვიქნები…
ადამიანი, როგორც ინდივიდი, ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობების შედეგად. ადამიანის პიროვნული თვისებების და ღირებულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოება, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები და ღირებულებები. ამავდროულად, ცალკეულ ინდივიდებს საზოგადოებაზე ისეთივე ზეგავლენა აქვთ, როგორც საზოგადოებას – ცალკეულ ინდივიდებზე.
პიროვნულ თვისებებს შორის, უკიდურესად მნიშვნელოვან თვისებად მიმაჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა. პასუხისმგებლობის გრძნობა ქმნის ყველასთვის მისაღები და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღების, სხვა ადამიანებთან მშვიდობიანად თანაცხოვრობის, კონფლიქტების მაქსიმალურად თავიდან აცილების, პიროვნული განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების და საბოლოო ჯამში ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საფუძველს.
დავუბრუნდეთ ზემოაღნიშნულ მაგალითს. ნებისმიერი ადამიანის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ასეთი დამოკიდებულება უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, ვინაიდან ჩვენ გვერდით, ადამიანები დღე და ღამე შრომობენ და მუდმივად კომპეტენციას იმაღლებენ, ხარჯავენ საკმაოდ ბევრ დროს, ენერგიას და ფინანსებს, მაგრამ პარალელურად, ზოგიერთ ადამიანს არაფრის კეთებით სურს, იმუშაოს მაღალ თანამდებობაზე და რაც ყველაზე საშიშია, თანამდებობა გამოიყენოს თავისი კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
სხვანაირად რომ ვთქვათ, მსგავსი ადამიანები ცდილობენ, თანამდებობის დაკავებით გააძლიერონ საკუთარი ზეგავლენა საზოგადოებაში და აღიარებულები გახდნენ საზოგადოებაში. ზუსტად, ასეთი დამოკიდებულება არის პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობის ერთ-ერთი გამოხატულება. მათ არ ესმით, რამდენად დიდია კვალიფიციური თანამდებობის პირების როლი, მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოების, ასევე კანონის წინაშე.
ამდენად, ადამიანმა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის და საკუთარი თავის წინაშე, სანამ მაღალ თანამდებობაზე მუშაობაზე ფიქრს დაიწყებს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, იშრომოს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და ღრმად გააცნობიეროს არაკვალიფიციური კადრის მიერ თანამდებობის დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგები.