ლგბტქი

აშშ-ში პირველი არაბინარული პასპორტი გაიცა

აშშ-ში პირველი ამერიკული არაბინარული პასპორტი გაიცა, მესამე გენდერის აღსანიშნი «Х» გრაფით. ეს ახალი წესი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც თავიანთ თავებს არც ქალებად და არც კაცებად არ მოიაზრებენ. ფართო გამოყენებაში მსგავსი პასპორტები გაისად ჩაეშვება, ხოლო მათი აღება შესაბამისი სამედიცინო ცნობების წარდგენის გარეშე იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ მოუთმენლად ველით პასპორტის მიმოქცევაში ჩაშვებას, და ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი მოვაწესრიგებთ საჭირო სისტემას და განვაახლებთ ფორმას, ანუ 2022 წლის დასაწყისში”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პასპორტი «Х» გენდერის მითითებით არის იმ ადამიანების უფლებების აღიარება, რომლებიც არ იდენტიფიცირდებიან, როგორც ქალები ან კაცები.

ამა წლის ზაფხულში, მესამე გენდერის ოფიციალურ დოკუმენტაციაში გატარებაზე, აშშ-ში უკვე მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობდა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ლგბტქი საზოგადოებას თანასწორ უფლებებს უმზადებს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტებში გენდერის შესაცვლელად, სამედიცინო ცნობა საჭირო აღარ იქნება.

state.gov