თანასწორობის პოლიტიკა

ბრიტანელმა მუსლიმ ქალს სახეში ბეკონის ნაჭერი ესროლა

ლონდონის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა შეუფარდა ბრიტანელს, რომელმაც მუსლიმ ქალს სახეში ბეკონის ნაჭერი ესროლა. მან დაზარალებულს ასევე 115 ფუნტი სტერლინგი უნდა გადაუხადოს.

პოლიციელების თქმით, ამა წლის 8 ივნისს, 36 წლის ალექს ჩივერსი ტრადიციულ ისლამურ სამოსში ჩაცმულ მოზარდ გოგონას და დედამისს მიუახლოვდა და მათ „ისლამური რესპუბლიკის ნაგავი“ უწოდა.

ამის შემდეგ, სიტყვებით „შენ ამას იმსახურებ“, კაცი მუსლიმ მოზარდს მიეჭრა და ბეკონის ნაჭერი სახეში ჩაარტყა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შოკში ჩავარდა.

ჩივერსი მომხდარიდან 6 დღის შემდეგ დააკავეს. მას 26 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავდასხმის გამო და 12-იც – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში ბოლო პერიოდში 20%-ით გაიზარდა რელიგიური და რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულები. შარშან, მათი რიცხვი 14 000-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი უკვე 16,6 ათასს გადააჭარბა.

2016 წლის ნოემბერში, საფრანგეთის ქალაქ სენ-ჟილის „ეროვნული ფრონტის“ ყოფილი მეთაური იმის გამო გაასამართლეს, რომ შინაურ ღორს არაბული წარმოშობის ქალი ჟანდარმის წინააღმდეგ გეშავდა. კაცს პირობითად 4-თვიანი პატიმრობა, 105 საათი გამომასწორებელი სამუშაო მიესაჯა და დაზარალებულის სასარგებლოდ 600 ევროს გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ისლამის თანახმად, ღორი უწმინდურ ცხოველად მიიჩნევა. მორწმუნე მუსლიმები ღორის ხორცს არასოდეს ეკარებიან.

წყარო: independent.co.uk