"საფარის" აქტივობები / გააძლიერე / სიახლეები

გააძლიერე საფართან ერთად!

ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა სხვადასხვა სოციალურ პროექტს უკავშირდება. ორგანიზაციას ჰყავს ბევრი ბენეფიციარი, რომელსაც მუდმივად სჭირდება სხვადასხვა სახის დახმარება – სწავლის, პროფესიული კურსების დაფინანსება, პირველადი მოხმარების საგნების, მედიკამენტების შეძენა და მსგავსი ხარჯების დაფარვა.

 

როგორც  წესი, ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი სახსრები საიმისოდ, რომ საკუთარ ბენეფიციარებს მსგავსი საჭიროებები დაუფინანსოს. ჩვენ შემოწირულობების მობილიზების საკმაო გამოცდილება გვაქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მუდმივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევას, საზოგადოების შემოწირულობების მეშვეობით.

ამ მიზნით, ჩვენს ვებგვერდზე ჩავაშენეთ დონაციის პლატფორმა. ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, ამ საქმისთვის გაიღოს ნებისმიერი ოდენობის თანხა.

გააძლიერე

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო, დააკლიკე ღილაკს “გააძლიერე”, სადაც დაგხვდება დონაციის რამდენიმე ფორმა.

გააძლიერე მსხვერპლი – აქ ორგანიზაციის ბენეფიციარების ისტორიებს წაიკითხავთ, რომელთა გაძლიერებითაც შესაძლებლობა გეძლევა, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი გააძლიერო, არამედ – მსგავსი საჭიროებების მქონე სხვა ანონიმური ადამიანებიც, რომლებიც ასევე ელიან შენს დახმარებას. #გააძლიერე

გააძლიერე საფარი – საფარის მხარდაჭერით, შესაძლებლობას გვაძლევ, ჩვენით გავანაწილოთ შემოსული თანხა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარებზე და მუდმივად გვქონდეს შესაძლებლობა, შევთავაზოთ საჭირო რესურსები. თუ შენთვის მნიშნელოვანია ის საკითხები, რაზეც ვმუშაობთ, შემოგვიერთდი საერთო მიზნისკენ სვლაში, თუნდაც მცირედი შემოწირულობით. შენი თანამონაწილეობა დასტურია იმისა, რომ ყველა საქმეს ერთობლივი ძალებით, შენი უშუალო ჩართულობით, ვაკეთებთ. #გააძლიერე

გააძლიერე მოხალისეობით – საფარის პროექტების ფინანსურად გაძლიერება ჩვენთვის ძალიან ღირებულია, თუმცა, ჩვენი გუნდის ადამიანური რესურსი ყველა არსებულ პრობლემას ვერ გასწვდება. ამიტომ, მოხალისეობრივი საქმიანობა უაღრესად ფასეულია ჩვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც საფარის დახმარების იმედი აქვს. მეტი ადამიანის ჩართულობა = დახმარების მეტ რესურსს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. #გააძლიერე

დონაციის ფორმები

შეგიძლია, გაიღო ნებისმიერი ოდენობის თანხა, როგორც ერთჯერადად, ასევე – ყოველთვიური, ავტომატური გადარიცხვის სახით.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც საქართველოში არსებული ნებისმიერი საბანკო ბარათით, ფეიფალით, ასევე, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მეშვეობითაც.

გამჭვირვალობა

დონაციის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, თითოეულ შემომწირველს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს მის მიერ გაღებული თანხების ხარჯვის პროცესს. საგანგებოდ ამისთვის, შეიქმნება სპეციალური ფეისბუქ ჯგუფი, სადაც გაერთიანებულნი იქნებიან საფარის მეგობრები და შემომწირველები, და სადაც პერმანენტულად აიტვირთება ინფორმაცია დონაციის არხით მიღებული თანხების ხარჯვის შესახებ.

ჩვენ მუდმივად ვიცავთ გამჭვირვალობის პრინციპს და თქვენ მიერ გაღებული თითოეული თეთრი მოხმარდება იმ ადამიანებს, ვინც ამ დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს.

პლატფორმის გაძლიერების მიზნით, საფარი ღიაა როგორც კერძო პირებთან, ასევე ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.

ჩვენი შემომწირველების უკეთ ინფორმირებისთვის ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, შემოგვიერთდით შემდეგ ფეისბუქ ჯგუფში.

საფარი წინასწარ გიხდით მადლობას ნდობისთვის და ჩვენს საქმეებში თანამონაწილეობისთვის.

#გააძლიერე
#გააძლიერესაფარი