"საფარის" პუბლიკაციები / ადრეული ქორწინება / პუბლიკაციები

“გიუნაის ხალიჩა” – ანუკ ბელუგას კომიქსი ადრეულ ქორწინებაზე

პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანიასაც მოიცავს, “საფარმა” მხატვარი ანუკ ბელუგას ავტორობით შექმნილი კომიქსი გამოსცა, სახელწოდებით “გიუნაის ხალიჩა”.

კომიქსი 9 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა, აზერბაიჯანულ ენაზე და იგი დარიგდება იმ 90 სკოლაში, სადაც “საფარის” მიერ დატრეინინგებული ახალგაზრდები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების პრევენციის შესახებ შეხვედრებს გამართავენ.

“გიუნაის ხალიჩა” საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით დაიბეჭდა, თავად პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ კი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.