თანასწორობის პოლიტიკა

ეშტონ კატჩერი ნატალი პორტმანის მიერ გაპროტესტებულ დისკრიმინაციას ეხმიანება

ახლახან, Marie Claire UK-სთან ინტერვიუში, 35 წლის ნატალი პორტმანმა (Natalie Portman) ქალთა დისკრიმინაციაზე ისაუბრა, რომელიც ჰოლივუდში და ზოგადად კინემატოგრაფიის სფეროშია გამეფებული. მსახიობმა აღნიშნა, რომ 2011 წელს გამოსულ რომანტიკულ კომედიაში No Strings Attached (“უფრო მეტი, ვიდრე სექსი”) მონაწილეობისთვის, მან ეშტონ კატჩერზე (Ashton Kutcher) სამჯერ ნაკლები ჰონორარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ზუსტად ერთი ხარისხის მთავარ როლებში მონაწილეობდნენ.

“ამის გამო დიდად არ მიდარდია, რადგან ჩემი ჰონორარი მაინც შთამბეჭდავი იყო. თუმცა, კინოინდუსტრიაში არსებული თანასწორობა უბრალოდ დაუჯერებელია”, – განაცხადა ნატალიმ.

როდესაც ეშტონ კატჩერმა პორტმანის ეს ინტერვიუ წაიკითხა, თავი მოვალედ ჩათვალა, მასზე კომენტარი გაეკეთებინა. “მე ვამაყობ ნატალით და ყველა იმ ქალით, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, რომლებიც იმის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რომ მათი ანაზღაურება ძალზე ხშირად მათ სქესზეა დამოკიდებული”, – განაცხადა მან.

ნიშანდობლივია, რომ კატჩერის ცოლი, მილა კუნისი (Mila Kunis), ასევე ქალთა უფლებების აქტივისტია. ახლახან, მან ღიად ისაუბრა იმ შემთხვევაზე, როდესაც იმ ერთ-ერთი ფილმის პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობდა, როგორ აიძულებდა მას კაცების ჟურნალისთვის გულახდილი ფოტოების გადაღებას. მიუხედავად კარიერის დანგრევის მუქარისა, მილამ ამ ზეწოლას მედგრად გაუძლო და ცნობილი მსახიობი მაინც გახდა.