"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ვაკანსია პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე

​​”საფარი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.​

​​სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.​
​​სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.​
​​ანაზღაურება: 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარში (ყველა გადასახადის ჩათვლით).​

​​ძირითადი მოვალეობები:​
** ​​საფარის მიმდინარე პროექტების გაცნობა და ჩართულობა;​
** პროექტებით გაწერილი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და​​ მონიტორინგი;​
** მუდმივი კოორდინაცია​​ დონორებთან;​
** პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი;​
** ​​პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებისთვის ადმინისტრაციული​​ და​​ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;​
** პროექტის შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება.​

​​სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები: ​
** ​​მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
​** უმაღლესი განათლება ​
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;​
** პროექტის მართვის ძირითადი ციკლის ცოდნა;​
​** დროის მართვის უნარი;​
​​** ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;​
​** პროექტების მართვის/კოორდინაციის გამოცდილება;​

​​ღირებულებები​:
** ​​ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;​
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;​

​​დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@sapari.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “პროექტების კოორდინატორი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 დეკემბერი. ​

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.