სტატიები / ქალზე ძალადობა

თავდაცვის საუკეთესო იარაღები ქალებისთვის

თუ არ ხარ ძლიერი და მკვრივი აღნაგობის ქალი, როგორ შეძლებ თავის დაცვას ბევრად ძლიერი და ჯირკივით კაცის თავდასხმის დროს?

გამოქვაბულის ადამიანის დროიდან მოყოლებული, ჩვენ ვიგონებდით იარაღებს, რომელსაც ადამიანები საკვების მოსაპოვებლად გაცილებით უფრო დიდ და ძლიერ ცხოველებზე სანადიროდ იყენებდნენ.

დღეს ჩვენ განვაგრძობთ ინსტრუმენტებისა და იარაღის გამოგონებას, რომელიც ქალებს მათზე ძლიერი და დიდი თავდამსხმელისგან დასაცავად სჭირდებათ.

თუ ოდესმე თავდასხმა, ადევნება ან სახიფათო სიტუაცია გამოგივლიათ, იცით, თუ რა აუცილებელია, იყო აღჭურვილი და შეიარაღებული, რაც თავდამსხმელის მოგერიებასა და გადარჩენაში დაგეხმარებოდათ.

რა არის ქალებისთვის თავდაცვის კარგი იარაღი?

აქ ბევრი ფაქტორი არსებობს – ეფექტიანობა, ფასი, პრაქტიკულობა და პირადი უპირატესობები.

მოკლედ, მოდით, განვიხილოთ თავდაცვის საუკეთესო იარაღები ქალებისთვის.

 

 1. პერსონალური ბრელოკი-მაღვიძარა

პერსონალური მაღვიძარა ბრელოკზე ძვირი არაა, პრაქტიკულია, ჩვენს გასაღებებსაა მიმაგრებული და ჩანთაში ან საფულეში ინახება. ბრელოკი პატარაა, ინტერნეტში 10-15$ ღირს.

მსგავსი ბრელოკები ხმამაღალ და მჟღერ ხმას გამოსცემენ, რომელიც ირგვლივ ყველას ესმის. ამ ბრელოკის უპირატესობა იმაშია, რომ თქვენ ხმაურიან სიტუაციას ქმნით, ხოლო დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენის დროს ხმაური და ყურადღება არ მოსწონთ.

ამგვარად, თქვენ უსიამოვნო სიტუაციას ქმნით მტაცებლისთვის, ამან კი, შესაძლოა, მას თავდასხმის დაწყება ან გაგრძელება გადააფიქრებინოს.

გარდა ამისა, იგი უცხო ადამიანებს მისცემს სიგნალს, ან პოლიციაში დარეკონ, ანდა თავად ჩაერიონ სიტუაციაში.

საერთო ჯამში, ბრელოკის სიგნალიზაცია არის თავდაცვის იაფი და უპრეტენზიო საშუალება.

 

2. ბეჭედი თავდასაცავად Defender Ring

Defender Ring – არის ბეჭედი, რომლის ტარებაც ყოველდღიურად შეგიძლიათ, სამკაულის სახით. ყოველდღიური ბეჭედი პატარაა, მსუბუქი და ბასრი პირი აქვს, რომელსაც ადამიანის კანის გაჭრა, სისხლის გამოდენა და დამნაშავის დნმ-ის მოპოვება შეუძლია.

Defender Ring-ის ღირსება მისი პრაქტიკულობა და მოხერხებულობაა. თქვენ თავდაცვის იარაღს ატარებთ ხელზე, არასოდეს იქნება საჭირო ჩანთის ან ჯიბის გამოთავისუფლება მის სატარებლად. ბეჭედი მოხერხებულად გიკეთიათ და თავდასხმის შემთხვევაში, მაშინვე ხელმისაწვდომია, არც საძებარია და არც – მოსამზადებელი. Defender Ring-ის სამართებელი პირდაპირ თქვენს მუშტზეა მიმაგრებული და თქვენს დარტყმებს კიდევ მეტ სიმწვავეს შესძენს.

Defender Ring სხვადასხვა დიზაინითა და მეტალებით გამოდის, რომ მოერგოს თქვენს ესთეტიკურ გემოვნებას.

საერთო ჯამში, Defender Ring – ეს არის თანამედროვე გადაწყვეტილება ქალებისთვის, რომლებსაც აღარ აქვთ აუცილებლობა, ვეება იარაღები ატარონ ჩანთით, საფულით თუ ჯიბით.

 

3. ბრელოკი კატის ყურებით

კატისყურებიანი ბრელოკი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცულობის მარტივი და იაფი საშუალებაა. Cat Ears Defense მართლაც შეესაბამება აღწერას – ბრელოკი დამზადებულია კატის ყურების ფორმით, რაც მწვავე იარაღია ამ ინსტრუმენტში.

Cat Ears ბრელოკების უპირატესობა მათი ფასი და პრაქტიკულობაა. სახიფათო სიტუაციაში, თქვენ შეგიძლიათ, ამოიღოთ კატის ყურები ჩანთიდან, ბრელოკი ყურებით გარეთ დაიკავოთ და მუშტის დარტყმის დროს, იგი დამაზიანებელ ეფექტს დაამატებს თქვენს დარტყმას. Cat Ears იყიდება ინტერნეტ მაღაზიებში, მაგ. Amazon-სა და Ebay-ზე.

 

4. კუბატონი

კუბატონები პატარა ჯოხის ფორმის ინსტრუმენტებია თავდაცვისთვის, რომელსაც ხელში თავისუფლად ვიჭერთ და კალამს ან ფანქარს ჰგავს. კუბატონს შეიძლება ჰქონდეს წაწვეტებული ბოლოები, ეკლები და სხვა ატრიბუტები თავდასაცავად. კუბატონი ბრელოკადაა ჩაფიქრებული. ამიტომ, იგი მიმაგრებულია ჩვენს გასაღებების აცმაზე და გამოსადეგია უცაბედი სახიფათო სიტუაციის დროს. თავდაცვის საშუალების რანგში, კუბატონი ეკონომიური და მოსახერხებელია.

კუბატონის გამოყენებამ თავდაცვითი მიზნით შესაძლოა ჩვენგან გარკვეული უნარ-ჩვევები მოითხოვოს. არსებობს მისი გამოყენების სხვადასხვა ხერხი. მაგალითად, თავდამხსმელის მოსაგერიებლად, იგი ხელში დანასავით უნდა დავიჭიროთ, ან – ცერა თითით მაღლა, ან – თითებს შორის. საერთო ჯამში, კუბატონი მშვენიერი დამატებაა თავდაცვის ნებისმიერი არსენალისთვის.

5. პატარა ფარანი

პატარა ფარანი თავდაცვის ყოველდღიური საშუალებაა, რომელიც, შესაძლოა, ბოროტმოქმედის გასაუვნებელყოფად გამოგვადგეს.

თავდაცვის მიზნით პატარა ფარნის გამოყენებას ორი უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, თქვენ შეგიძლიათ, მისი სინათლე თავდამსხმელს პირდაპირ თვალებში შეანათოთ და დროებით დააბრმავოთ იგი, რათა გასაქცევად დრო მოიგოთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, მოციმციმე განათება თავდამსხმელის ყურადღების გადასატანად ან გამვლელთა ყურადღების მოსაპყრობად გამოიყენოთ, რაც თავდამსხმელს დააფრთხობს. ფარანი შესაძლოა იყოს კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი. როგორც წესი, იგი მრავალფუნქციურია და გამოგადგებათ არამხოლოდ დაცვისთვის, არამედ – სხვა მიზნებითაც.

 

6. ბეჭედი Defender Ring X

Defender Ring – მძლავრი ბეჭედი-იარაღია, რომელსაც ადამიანის კანის ამოგლეჯა, სისხლის დაღვრა, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება და თავდამსხმელის დნმ-ის მოპოვება შეუძლია. Defender Ring X-ს ფარული დიდი ლითონის ეკალი აქვს. მისი გამოყენება ნებისმიერ ქალს შეუძლია, ვისაც მუშტით თავის დაცვის უნარი გააჩნია.

Defender Ring X-ს ბევრი უპირატესობა აქვს. მისი გამოყენება სამკაულადაც არის შესაძლებელი. მის მფლობელს ყოველთვის თან ექნება თავდაცვის მძლავრი საშუალება და მზად იქნება თავდამსხმელთან გასამკლავებლად. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ მოუშვათ თავი Defender Ring X-ის ზედა ნაწილს. ლითონის ბასრი ეკალი 3 წამზე ნაკლებ დროში ამოდის მაღლა. მოძალადე თქვენთვის მის ხელიდან გამოგლეჯას ვერანაირად ვერ შეძლებს. ამიტომ, Defender Ring X ძალზე პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. მას თავდამსხმელისგან ჩვენი დაცვა ეფექტიანად შეუძლია.

 

7. წიწაკის სპრეი

წიწაკის სპრეი ქალებისთვის განკუთვნილ თავდასაცავ იარაღებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. იგი საშუალებას იძლევა, მწვავე, დამაბრმავებელი სითხე თვალებში შეაფრქვიოს დამნაშავეს, იგი დროულად გამოიყვანოს წყობიდან, რათა მიმალვა ვერ შეძლოს. წიწაკის აეროზოლის სითხე კაპსაიცინს შეიცავს – ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ჩილური წიწაკისგან მიიღება. ადამიანის ლორწოვან გარსთან, მაგალითად თვალთან კონტაქტისას, წიწაკის აეროზოლი აუტანელ წვასა და დროებით სიბრმავეს იწვევს.

წიწაკის აეროზოლი, როგორც წესი, ბალონებში იყიდება და ცოტა დიდი ზომა აქვს იმაზე, რაც ქალს სჭირდება – მცირე ზომის და პრაქტიკული ნივთი. წიწაკის სპრეის უპირატესობა მისი ეფექტიანობაა. მისი გამოყენება შესაძლებელია დაშორებულ მანძილზეც. თქვენთვის აუცილებელი არაა, თავდამსხმელთან ხელის გაწვდენის მანძილზე იმყოფებოდეთ, რადგან სითხე ძალიან ძლიერმოქმედია და მისი წყობიდან გამოყვანა ისედაც შეუძია. თუ თქვენ გაქვთ დიდი ჩანთა ან მანქანა, წიწაკის სასხურებლის ტარება უპრობლემოდ შეგიძლიათ და იგი თქვენი თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება.

 

8. ელექტროშოკერი

ელექტროშოკერები მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა პოლიციელებისთვის და სამართალდამცავებისთვის, რომლებიც მას დამნაშავისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენების გარეშე, მის გასაუვნებელყოფად, იყენებენ. ელექტროშოკერის მუშაობის პრინციპი ელექტროძაბვის დამნაშავისკენ მიმართვაა, რაც დროებით აშეშებს მას, მის სხეულსა და კუნთებს შრომისუუნაროს ხდის.

წიწაკის სასხურებლის მსგავსად, ელექტროშოკერის ზომა, შესაძლოა, ვეება იყოს. ამიტომაც, ქალებს ისინი არაპრაქტიკულად მიაჩნიათ. თუმცა, ვერავინ შეედავება ელექტროშოკერის ეფექტიანობას და მის უნარს, მწყობრიდან გამოიყვანოს გაცილებით დიდი გაბარიტებისა და ძალის მქონე თავდამსხმელი. სამართალდამცავები მის გამოყენებას ვერ მოახეხებდნენ, იგი რომ არ იყოს აგრესორის გაუვნებელყოფის არასასიკვდილო მეთოდი. თუ თქვენ რეგულარულად ატარებთ მანქანას ან დიდი ჩანთა გაქვთ, ასევე არაფერი გაქვთ ელექტროშოკერის  საწინააღმდეგო, ჩვენ მის შეძენას გირჩევდით.

 

9. დანა

დანა პრეისტორიული ხანიდან არსებობს და ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტია, რაც ადამიანმა შექმნა. იგი იაფი, ეფექტიანი და მარტივია, და რაც მთავარია, ქალისთვის თავდაცვის იარაღად გამოდგება.

არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის დანები, მცირე ზომის სამართებლიანით დაწყებული, გაცილებით უფრო მსხვილი, სანადიროთი დამთავრებული. დანა არ ღირს ძვირი, მისი შეძენა ყველგანაა შესაძლებელი. თუმცა, ნებისმიერი იარაღის გამოყენებას შესაბამისი ტექნიკა და პრაქტიკა სჭირდება. ქალებმა ინსტინქტურად იციან, როგორ დაიცვან თავი დანის მეშვეობით საფრთხის დროს.

დანის ერთადერი მინუსი ისაა, რომ იგი არ არის ყველაზე მოსახერხებელი არჩევანი. ჩანთაში ან საფულეში მოთავსებული ჯიბის დანით მოძრაობა, შესაძლოა, სახიფათოდ და უსარგებლოდ ჩანდეს ყოველდღიურობისას. თუმცა, ძნელია, უარყო ფასისა და ეფექტიანობის ის კომბინაცია, რომელსაც დანის არჩევანი გვთავაზობს.

 

10. პისტოლეტი

მართალია, იარაღის ტარება საკამათო თემაა, მაგრამ ჩვენ ვერ უარვყოფთ ცეცხლსასროლი იარაღის შესაძლებლობებს თავდაცვის საკითხში. იარაღის კანონიერი და სათანადო გამოყენებისას, იგი ქალისთვის თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისი გამოყენება ზუსტად და ეფექტიანად არის შესაძლებელი შორ მანძილზეც. რეგულარული ტარების შემთხვევაში, მას თავდამსხმელის განეიტრალება შეუძლია, მისი ზომისა და ძალის მიუხედავად. იგი ათანაბრებს ნებისმიერ სახიფათო სიტუაციას და მსხვერპლს დამნაშავეს უტოლებს, მისი მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაში.

თუმცა, იარაღს ბევრი მინუსი აქვს. იგი ძვირია, სჭირდება აღჭურვილობა, ლიცენზიები, მოხმარების წესის დასწავლა, პრაქტიკის გავლა, უამრავი აქსესუარის შეძენა. ასევე, მას მომაკვდინებელი ეფექტიც აქვს და სიცოცხლის მოსპობა შეუძლია. მისი არასწორი გამოყენებისას, ციხეში მოხვედრაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, იარაღი არცთუ პრაქტიკულია დიდ ქალაქებში მცხოვრები ქალებისთვის.

 

დასკვნა

ამ შეშლილ სამყაროში ვერასოდეს ვგრძნობთ თავებს დაცულად. საუკეთესო რჩევაა, უსიამოვნებებისთვის მზად ვიყოთ როგორც მორალურად, ასევე – თავდაცვის იარაღებით. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც ამისთვის მზად ვართ, შესაძლოა, ყველაფერი ნებისმიერ მოულოდნელ დროს და ადგილას მოხდეს. რა ვქნათ? ჩვენ საკუთარ თავებს გადარჩენის საუკეთესო შანსები უნდა მივცეთ და შევიარაღდეთ ყველაზე თანამედროვე, პრაქტიკული და ეფექტიანი იარაღებით, რაც კი დღევანდელ ბაზარზე არსებობს.

defenderring.com