ვიდეო

თათია სამხარაძის პრესკონფერენცია

დღეს, პრესკონფერენცია გამართა ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ, რომელიც ჟურნალისტი შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს.
სამხარაძე აცხადებს, რომ ზემოთხსენებული ფაქტის დასადასტურებლად აუდიო ჩანაწერი არსებობს, სადაც რამიშვილი ცდილობს, იგი სექსუალურ ურთიერთობაზე დაითანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, რომ მისი კარიერა საფრთხის ქვეშ დადგებოდა. თათია სამხარაძე აპირებს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.