თანასწორობის პოლიტიკა

ინგლისსა და უელსში ამიერიდან ქორწინების მოწმობაში დედების გვარებიც იქნება შეტანილი

ინგლისსა და უელსში გაცემულ ქორწინების მოწმობებში ამიერიდან ახალდაქორწინებულთა დედების გვარებიც იქნება შეტანილი.

აქამდე დოკუმენტში მხოლოდ წყვილის მამების სახელები იყო დაფიქსირებული, მაგრამ ქორწინების კანონის შეცვლა იმას ნიშნავს, რომ მოწმობაში ორივე მშობელი უნდა მოიხსენიებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი “ისტორიული ანომალიის აღმოსაფხვრელადაა” გადადგმული.

ასევე, ქორწინება დარეგისტრირდება ელექტრონული სახით და არა – ჩანაწერთა წიგნში.

მთავრობამ განაცხადა, რომ ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნა, რომელიც დღეს გაეშვა, დააჩქარებს პროცესებს და ქაღალდზე დატანილი ინფორმაციის ძიების აუცილებლობისგან გაათავისუფლებს სისტემას.

ადრე, ქორწინებები სარეგისტრაციო წიგნში რეგისტრირდებოდა – 84 000-ამდე ადამიანის ქორწინების მოწმობა საქორწინო სახლებში, დარეგისტრირებულ რელიგიურ ნაგებობებსა და ეკლესიებში ინახება.

კანონში ცვლილებები ანგლიკანურ ეკლესიასთან შეთანხმებით გატარდა. იგივე ცვლილებები ეხებათ სამოქალაქო პარტნიორობაში შესულ პირებსაც.

ყველა პარტიის დეპუტატები რამდენიმე წლის მანძილზე ცდილობდნენ, კანონში ეს ცვლილებები შეეტანათ. ეს ნაბიჯი ინგლისსა და უელსს დიდი ბრიტანეთის დანარჩენ ნაწილს უთანაბრებს.

bbc.com