სექსუალური შევიწროება

კევინ სპეისი სექსუალური შევიწროების კიდევ სამ შემთხვევაში ფიგურირებს

კევინ სპეისის (Kevin Spacey) ირგვლივ გაჩაღებული სკანდალი არ ცხრება: მსახიობის წინააღმდეგ, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამი ბრალდება გამოჩნდა. განმცხადებელთა სახელები ცნობილი არაა, თუმცა ცნობილია, რომ სამივე ინციდენტი დიდ ბრიტანეთში მოხდა: ორი ლონდონში (1996 და 2008 წლებში), ერთი – გლოსტერში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში (2013 წელს).

ამგვარად, დიდ ბრიტანეთში სპეისის წინააღმდეგ უკვე ექვს საქმეზე მიმდინარეობს გამოიძიება, სექსუალური შევიწროების ბრალდებით. გარდა ამისა, აშშ-ში ანალოგიურ გამოძიებას აწარმოებს ლოს-ანჯელესისა და მასაჩუსეტსის შტატის სამართალდამცავი ორგანოები.

შარშან შემოდგომაზე, 58 წლის კევინ სპეისი სექს სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. 46 წლის მსახიობმა ენტონი რეპმა (Anthony Rapp) იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, მან ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც გეიმ.

ამ სკანდალს სპეისისთვის ერთობ უსიამოვნო შედეგი მოჰყვა: კომპანია Netflix-მა სერიალი „ბანქოს სახლი“ (House of Cards) დახურა, სადაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით, სექსუალურ შევიწროებაში სერიალის კიდევ რვა თანამშრომელს დასდეს ბრალი.

ამ მომენტისთვის, ვიდრე გამოძიებები მიმდინარეობს, სპეისიმ კარიერული პაუზა აიღო და კლინიკაში სექსუალურ დამიკიდებულებას მკურნალობს.

წყარო: bbc.com