კოალიცია თანასწორობისთვის

“კოალიცია თანასწორობისთვის” მემორანდუმი

საქართველოს სახალხო დამცველმა და ახლადდაფუძნებულმა “კოალიციამ თანასწორობისთვის” ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთად შეეცდებიან ხელი შეუწყონ ‘დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’ საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები დაცული იქნას.

კოალიციის წევრები არიან: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “საფარი”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “იდენტობა”.

მემორანდუმის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.