"საფარის" აქტივობები

კონკურსი სომხური და ქართული ენის მცოდნე თანაგანმანათლებლების შესარჩევად

საფარი აცხადებს კონკურსს თანაგანმანათლებლების შესარჩევად. კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საფარის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში.

ტრეინინგის მიზანია, მოამზადოს მომხსენებლები მომავალში საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებსა და თანასწორობის საკითხებზე.

ტრეინინგების ხანგრძლივობაა 20 საათი ონლაინ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
– უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
– სომხური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
– ქალთა უფლებებისა და თანასწორობასთნ დაკავშირებული საკითხებისადმი ინტერესი;
– ზეპირი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
– მოტივირებული;
– უპირატესობა მიენიჭებათ 1+4 სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე: infosapari@gmail.com

სათაურში მიუთითეთ: “თანაგანმანათლებლების ტრეინინგი“.

გასაუბრებები დაიწყო, მაგრამ განაცხადების მიღება 10 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.