სექსუალური შევიწროება / სექსუალური ძალადობა

“მანჩესტერ სიტის” ბენჯამინ მენდის სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ედება ბრალი

ჩეშირის საგრაფოს პოლიციამ საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ სიტის” 27 წლის მცველს მენჯამინ მენდის (Benjamin Mendy) სექსუალიზებულ ძალადობაში დასდო ბრალი. მენდის გაუპატიურების ოთხ და სექსუალური შევიწროების ერთ შემთხვევაზე უჩივიან.

სავარაუდო თავდასხმის მსხვერპლებიდან ერთ-ერთი 18 წელზე უმცროსია. მათი სხვა მონაცემები არ ხმაურდება. ინგლისის პოლიციის მონაცემებით, ყველა დანაშაული ჩადენილია 2020 წლის ოქტომბერსა და 2021 წლის აგვისტოს შორის პერიოდში. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მენდის სამართლიანი გამოძიების იმედი უნდა ჰქონდეს.

ამ მომენტისთვის, სპორტსმენი დაკავებულია და გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორებულია საფეხბურთო კლუბში მუშაობას. იგი კომენტარისგან თავს იკავებს.

cps.gov.uk