"საფარის" პუბლიკაციები / კვლევები / პუბლიკაციები / საფარი / ცოდნის გაზიარება

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროების კვლევა

მოსახლეობის მაღალი პოლიტიკური ჩართულობა დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა, საქართველოში ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის მონაწილეობა სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეს ჩართულობა განსაკუთრებით დაბალია ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები ორმაგად მოწყვლადები არიან მათი გენდერისა და ეთნიკური მიკუთვნებულობის გამო.

პროექტის, „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა პოლიტიკური გაძლიერება” ფარგლებში “საფარმა” ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, გამოგვევლინა, რა ბარიერების გამო ვერ ახერხებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართვას.

კვლევის საველე სამუშაოები 2023 წლის იანვარ-თებერვალში, რომელის ფარგლებშიც ჩატარდა 15 ფოკუს-ჯგუფი და გამოიკითხა 200-მდე ქალი. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტები რამდენიმე საერთო პრობლემის წინაშე დგანან, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, ჯანდაცვასთან დაკავშირებული და სოციო-ეკონომიკური გამოწვევები.

კვლევის გაცნობა სრულად შეგიძლიათ ბმულზე – “მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა”.

პროექტს, „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა“, ახორციელებს ორგანიზაცია „საფარი“ ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.