ლგბტქი / სტატიები

მე ჰეტეროსექსუალთა პრივილეგიებით ვსარგებლობ, თუ…

კენ ჰირშმანი

საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ლგბტქი ადამიანები ძალიან ხშირად იძულებულნი არიან, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ გაჩუმდნენ. თქვენ შეგიძლიათ, უკეთ გაიგოთ, სინამდვილეში რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, თუ დაფიქრდებით იმაზე, თუ რა აურაცხელი პრიvილეგია აქვს ჩვენს საზოგადოებაში ჰეტეროსექსუალური ორიენტაციისა და სისგენდერ (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა და ბიოლოგიური სქესი ერთმანეთს ემთხვევა) ადამიანს.

და მე ჰეტეროსექსუალთა პრივილეგიებით ვსარგებლობ, თუ:

…ყოველთვის ადვილად ვიპოვი საკონტაქტოდ ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ადამიანს.

…ახალ საცხოვრებელში გადასვლისას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეზობლები ჩემს პირად ცხოვრებას ნეირტალურად ან კეთილგანწყობით მოეკიდებიან.

…დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან ქორწინებას არავინ ამიკრძალავს.

…შემიძლია, ჩავრთო ტელევიზორი, გადავშალო ჟურნალი და იქ აუცილებლად იქნება ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ადამიანების ცხოვრების ამსახველი მასალა.

…როცა ეროვნულ ან ცივილიზაციურ მიღწევებზეა საუბარი, აუცილებლად მოისხენიება ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ადამიანები.

…თამამად შემიძლია, ბავშვი ვიშვილო.

…სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის გამო, არავინ მეტყვის უარს სამსახურზე, საცხოვრებლის დაქირავებაზე ან სამედიცინო მომსახურებაზე.

…დარწმუნებული ვარ, რომ სასწავლო მასალები სკოლებში ჩემს სექსუალურ ორიენტაციას/გენდერული იდენტობას არ აიგნორებს.

…შემიძლია, საყვარელი ადამიანის მიმართ ყველას თვალწინ გამოვხატო სიყვარული და არ მქონდეს შეურაცხყოფებისა და ფიზიკური თავდასხმების შიში.

…მედიაში ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ადამიანები ასახულია ობიექტურად, კეთილსინდისიერად, დამცირების გარეშე.

…არავინ მოითხოვს ჩემგან, ვილაპარაკო “ყველა ჰეტეროს” სახელით ან ნაცვლად.

…დავაიგნორებ ან სულაც დავცინებ ჰომოსექსუალთა და ბისექსუალთა, ტრანსგენდერ ადამიანთა კულტურას და ეს ჩემს სასარგებლოდ იმეტყველებს.

…არასოდეს მჭირდება ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის დამალვა, პირადი უსაფრთხოების მოსაზრებებით.

…გამოვდივარ კლუბიდან, სადაც უმრავლესობა ჰეტეროა, და არ მეშინია შეურაცხყოფების და თავდასხმების ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის გამო.

…ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის შესახებ ვეტყვი ნებისმიერს, და ამაზე საშინელი რეაქცია არავის ექნება.

…არ უნდა მეშინოდეს, რომ ჩემი ოჯახი მორალურად და მატერიალურად განმიდგება ჩემი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის გამო.

…როცა იურიდიულ ან სამედიცინო დახმარებას მივმართავ, ჩემი სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა არ იქნება დაბრკოლება ელემენტარული სერვისის მისაღებად.

…როცა მე უსიამოვნებები მაქვს ადამიანებთან, მე არასოდეს ვეკითხები ჩემს თავს, არის თუ არა ჩემი სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა ამის მიზეზი.