"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ლგბტქი

მირანდა ფაღავაზე თავდამსხმელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

“საფარი” ტრანსგენდერი ქალის მირანდა ფაღავას* ინტერესებს იცავს.

2017 წლის 28 იანვარს, გამთენიისას, მირანდა ფაღავას ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძალადე ბექა ოქროპირიძე დაესხა თავს, რომელმაც მსხვერპლს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს ვაკე-საბურთალოს 1-მა განყოფილებამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, თუმცა, პოლიციამ მოძალადე მოგვიანებით დააკავა.

“საფარის” იურისტებმა სასამართლოს მიმართეს, რათა გამოეცათ დამცავი ორდერი მირანდა ფაღავას მიმართ, რაც არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ მიიჩნია, რომ მირანდა ფაღავა ვერ ისარგებლებდა საქართველოს კანონით “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”.

მოძალადე ბექა ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, და მას 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“საფარი” კვლავ განაგრძობს მირანდა ფაღავას ინტერესების დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარს საქართველოს კანონით “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” სარგებლობის უფლება არ მიეცა მასზე მოძალადის მიმართ დამცავი ორდერი არ გამოიცა.

*“საფარის” ბენეფიციარი მოხსენიებულია იმ გვარ-სახელით, რომლითაც საზოგადოებაშია ცნობილი.