თანასწორობის პოლიტიკა / სექსუალობა

პოლონეთში აბორტის სრულად ამკრძალავი კანონპროექტი არ მიიღეს

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საბოლოოდ ჩააგდო აბორტის სრულად ამკრძალავი კანონპროექტის მიღება, რომლის ინიცირებაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „არა აბორტებს“ მოახდინა. კანონპროექტის წინააღმდეგ სეიმის 352-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 58 მომხრე იყო, 18-მა თავი შეიკავა.

გუშინ, პოლონეთის ვიცეპრემიერმა, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა იაროსლავ გოვინმა (Yaroslav Gauvin) განაცხადა, რომ იმ აბორტების ამკრძალავი კანონპროექტის გამო მოქალაქეების მასშტაბურ პროტესტს ამაოდ არ ჩაუვლია. „მინდა დავამშვიდო ისინი, ვინც შიშობს, რომ პოლონეთში აბორტები სრულად აიკრძალება. რა თქმა უნდა, აბორტის სრულად ამკრძალავ კანონს არ მიიღებენ. ამ მხრივ, ორშაბათის პროტესტები ძალზე მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში აბორტის სრულად ამკრძალავი კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული პროტესტები უკვე კვირაზე მეტია, რაც გრძელდება.