"საფარის" აქტივობები / ლგბტქი

პრესკონფერენცია მირანდა ფაღავას საქმესთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება

ხვალ, 1 თებერვალს, 11:30-ზე, „საფარის“ ოფისში, ორგანიზაციები „საფარი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ პრესკონფერენციას გამართავენ, ტრანსგენდერ ქალზე მირანდა ფაღავაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

მოძალადე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. მირანდა ფაღავა, ბაია პატარაია, გიორგი თაბაგარი (არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენელი), პრესკონფერენციაზე შსს-ს მიერ მირანდა ფაღავას ცემაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ისაუბრებენ.

კითხვებზე პასუხს ასევე გასცემს “საფარის” იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც დაზარალებული მირანდა ფაღავას ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში იცავს.