პროექტები / სოციალური დახმარება / ფსიქოლოგიური დახმარება

პროექტი „ბავშვთა პანსიონატების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია“ ხორციელდება

საფარი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, „საფარი“ პროექტს „ბავშვთა პანსიონატების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია“ ახორციელებს.

პროექტის მიზანი ბენეფიციართა საჭიროებების გამოვლენა და ინდივიდუალური სამუშაო გეგმისა თუ სამუშაო პროცესის წარმართვაა.

პროექტის ფარგლებში, პანსიონატების ყოფილი და ამჟამინდელი ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარების გაწევა ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან ის სრულწლოვანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იზრდებიან ოჯახურ გარემოში და ბავშვობის გატარება უწევთ/მოუწიათ დიდი ზომის პანსიონატებში, ე. წ. ბავშვთა სახლებში.

პროექტის დაწყების დღიდან, დღემდე, სოციალური მუშაკისა და იურისტის კოსნულტაცია გაეწია 30 ბენეფიციარს ნინოწმინდისა და მარტვილის თავშესაფრებიდან. ინტერვიუს დროს გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, დაიწყო მათთან ინდივიდუალური მუშაობა: ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება, ეკონომიკური გაძლიერება, განათლების ხელშეწყობა, ფსიქოლოგის მომსახურება და ა.შ.

გაწეული დახმარებების დეტალური ჩამონათვალი:

10 ბენეფიციარი ჩართულია ინგლისური ენის სასწავლო კურსში UNDP -ის ხელშეწყობით;

3 ბენეფიციარი ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინგლისურსა და ისტორიაში, მოხალისე რეპეტიტორი მასწავლებლების დახმარებით. მოსწავლეები ორგანიზაციის მხრიდან უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო სახელმძღვანელოებით;

6 ბენეფიციარს, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან მარტვილის პანსიონში, გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები;

3 ბენეფიციარი ჩაირიცხა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელ სასწავლო კურსში, რომელიც „კარიტასის“ ხელშეწყობით ხორციელდება;

1 ბენეფიციარს დაუფინანსდა უნივერსიტეტში სწავლის გადასახდი;

1 ბენეფიციარს გადაეცა ლეპტოპი ეროვნული ბიბლიოთეკისგან;

2 ბენეფიციარი საფარის ხელშეწყობით დასაქმდა კერძო სექტორში;

1 ბენეფიციარს გაეწია უფასო სასწრაფო სტომატოლოგიური მომსახურება;

1 ბენეფიციარს გაეწია დახმარება საჭირო მედიკამენტების შესაძენად;

3 ბენეფიციარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცა სეზონური ტანსაცმელი;

1 ბენეფიციარს მოუწესრიგდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

2 ბენეფიციარს გაეწია ფინანსური დახმარება და გადაეცა სამგზავრო ბარათი;

2 ბენეფიციარს ორჯერ გაეწია საკვებით დახმარება;

5 ბენეფიციართან ამჟამად მუშაობს ფსიქოლოგი;

„საფარი“ კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, მიმდინარეობს ახალი ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა და ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ მათგანთან.