თანასწორობის პოლიტიკა

რა ბედი ეწია საუდის არაბეთში ქალისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭების საკითხს?

epa03928059 A Saudi woman sits behind the wheel of a car in Riyadh, Saudi Arabia, 28 October 2013. Media reports on 27 October state that Saudi authorities arrested 14 women for driving in the conservative kingdom. The women were detained in the capital Riyadh, the western cities of Jeddah and Mecca as well as the Eastern Province. Activists have published more than a dozen videos on YouTube showing women driving in defiance of the decades-long "ban," which makes the oil-producing kingdom the world's only country where women are not allowed to drive. EPA/STR

საუდის არაბეთის მეფესთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ (მეჯლის აშ-შურა, შურას საბჭო, the Shura Council) ქალისთვის ავტომობილის მართვის მინიჭების საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

საკითხი საბჭოს წევრმა კაცმა დააყენა. კერძოდ, განსახილველად გამოიტანეს საკითხები: „რა სირთულეები გაჩნდება, როდესაც ქალები ავტომობილის მართვას შეუდგებიან?“ და „რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მივანიჭოთ?“.

ინიციატივამ განხილვამდეც კი ვერ მიაღწია, რადგან ამისათვის საჭირო ხმათა ნახევარი + ერთი ხმაც კი ვერ დააგროვა.

ამა წლის აპრილში, პრინცის წარმომადგენელმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა (Mohammed bin Salman Al Saud) განაცხადა, რომ ქვეყანა ქალი მძღოლების გამოჩენისთვის მზად არ არის. მაშინ სამეფოს უმაღლესმა მუფთმა შეიხმა აბდულ აზიზ ბინ აბდულა ალ შეიხმა განმარტა, რომ „საჭესთან მჯდომი ქალები ბოროტ ძალას დაექვემდებარებიან“.

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭების აკრძალვა, პირველ რიგში, ადგილობრივ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

ქვეყანაში ქალთა უფლებების ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესება აწ გარდაცვლილი მეფის აბდალას მმართველობის პერიოდს უკავშირდება, რომელმაც 2013 წელს შურას საბჭოში ქალთა მონაწილეობა დაუშვა. ამჟამად, ამ საკონსულტაციო ორგანოს 150 წევრიდან 30 ქალია.

შარშან დეკემბერში, სამეფოში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, ქალებიც დაუშვეს. სხვადასხვა ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოში, სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, ათასამდე ქალი კანდიდატიდან 20 აირჩიეს.

ამავდროულად, საუდის არაბეთი დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალს ავტომობილის მართვა ეკრძალება.