ქალზე ძალადობა

რომის პაპი ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს შეხვდა

Pope Francis talks to a woman during his visit to the Papa Giovanni XXIII community in Rome, Friday, Aug. 12, 2016. Francis has met with 20 women from six countries who have been freed from prostitution as part of his Holy Year of Mercy activities focusing on communities that have experienced suffering. (L'Osservatore Romano/Pool Photo via AP)

12 აგვისტოს, „მოწყალების პარასკევის“ ფარგლებში, პაპმა ფრანცისკემ იოანე XXIII-ის თემის ერთ-ერთი სახლი მოინახულა, რომელიც 1972 წელს მღვდელმა ორესტე ბენციმ დააარსა. ამ რომაული სტრუქტურის შენობაში თავშესაფარი პროსტიტუციისგან გაქცეულმა 20-მა ახალგაზრდა ქალმა ჰპოვა. მათ საკუთარ თავზე უკიდურესად სასტიკი ფიზიკური ძალადობა გამოსცადეს. თავშესაფრის მცხოვრებთა საშუალო ასაკი 30 წელია. ექვსი მათგანი რუმინეთიდანაა, ოთხი ალბანეთიდან, შვიდი ნიგერიიდან, სამი კი ტუნისიდან, იტალიიდან და უკრაინიდან. როგორც ვატიკანი იტყობინება, კათოლიკე ეკლესიის მეთაურის ვიზიტი დასახელებულ თავშესაფარში პაპის მხრიდან ადამიანებით ვაჭრობის პრობლემაზე ყურადღების გამახვილებაა, რასაც იგი „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად“ და „თანამედროვე კაცობიობისა და ქრისტეს სხეულზე არსებულ იარად“ მოიხსენიებს.

„მისი უწმინდესობა ჩვენთან მონობის მსხვერპლი ქალების ისტორიების მოსასმენად მობრძანდა. მან ყურადღებით მოისმინა თითოეული ქალის მძიმე და გრძელი ისტორია. პაპმა ფრანცისკემ ჩვენს ბინადრებს კეთილი სიტყვებით მიმართა: ყველა ქრისტიანის სახელით, პატიება სთხოვა ყველა იმ ძალადობისა და ბოროტებისათვის, რის გამოვლაც მათ მოუხდათ“, – განაცხადა თავშესაფრის კაპელანმა ალდო ბონაუტიმ.