ოჯახში ძალადობა

რუსეთში კაცს იმ ქალის ბინაში შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც სცემა

არხანგელსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგორ სოკოლოვს ერთი თვის ვადით შინაპატიმრობა მიესაჯა თავისი ყოფილი პარტნიორის მარინა აგაპიტოვას სახლში, რომელმაც კაცი თავისი ბინიდან რამდენიმე წლის წინ ამოწერა, ქონების დაზიანების გამო. შინაპატიმრობის მისჯის წინა დღით, სოკოლოვმა ქალს პოლიციელების თანდასწრებით დაარტყა.

სოკოლოვი განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მალე იგი აგაპიტოვას ბინაში დაბრუნების გადაწყვეტილებით ხელში დაბრუნდა. რამდენიმე დღეში, მან ბინაში თანამეინახეები მოიპატიჟა და ქეიფი გამართა. ბინის მეპატრონე იძულებული გახდა, შვილთან ერთად საცხოვრებელი დაეტოვებინა. ბოლოს, მან რუსეთის იურისტთა ასოციაციას მიმართა. სასამართლოში ჩივილის შემდეგ, დადგენილება გააუქმეს.

“საჩივარი დავწერე დაზიანებების მოყენებისა და ქონების დაზიანების გამო, და იმის ნაცვლად, რომ ზომები მიეღოთ, მოძალადე ოფიციალურად ბინაში შემომისახლეს”, – განაცხადა დაზარალებულმა.

iz.ru