სექსუალური შევიწროება

საბერძნეთში ექიმი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს

929bcd24-18e0-4e75-919e-d576638fd61f

საბერძნეთის ქალაქ სალონიკის სააპელაციო სასამართლომ ქალაქ კატერინის სოციალური დაზღვევის სამედიცინო დაწესებულების ექიმ თერაპევტს პაციენტი ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში დასდო ბრალი. ინციდენტი 2009 წლის ივნისში მოხდა.

როდესაც 26 წლის პაციენტმა გაციების დიაგნოზით ექიმს მიმართა. ექიმმა გოგონას აუხსნა, რომ ძლიერ იყო გაციებული, და დაიჟინა, სამკურნალო მალამოს წასმის უფლება მომეციო. მან მასაჟის მოძრაობებით იწყო პაციენტის შიშველ მკერდზე მალამოს წასმა, რის შემდეგაც მისი ხელები გოგონას შარვლისა და ქვედა საცვლისაკენ გაცურდა. ამის პარალელურად, ექიმმა პაციენტის კოცნა მოინდომა.

გოგონამ ძლიერად დაიკივლა და კაბინეტიდან გამოიქცა. მან მაშინვე პოლიციაში იჩივლა. ექიმმა ბოდიში მოიხადა, თუმცა თავი დამნაშავედ არ უცვნია და დასახელებული შემთხვევა „გაუგებრობას“ მიაწერა. ამან მოსამართლეები ვერაფერში დაარწმუნა – იგი დამნაშავედ ცნეს. სასჯელის სახით, თერაპევტმა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით სამედიცინო პრაქტიკიდან ჩამოშორება მიიღო.