"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / სოციალური დახმარება

მარტვილის ბავშვთა სახლს სასკოლო წიგნები უსასყიდლოდ გადაეცა

,,საფარი“ ახორციელებს პროექტს ,,ბავშვთა პანსიონატების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია,“ რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და მატერიალურ დახმარებას დიდი ზომის პანსიონატების მოქმედი და ამჟამინდელი ბენეფიციარებისთვის.

პროექტის მიზანია ბავშვების მიმდინარე საჭიროებების გამოვლენა და ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მუშაობა. პროექტი ითვალისწინებს არასრუწლოვნებისათვის სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას.

პროექტის მონაწილეები არიან ის ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ იზრდებიან ოჯახურ გარემოში და ბავშვობის გატარება უწევთ დიდი ზომის პანსიონატებში, ე. წ. ბავშვთა სახლებში.

მარტვილის პანსიონში არსებულ სკოლაში ოთხი მოსწავლეა, რომელთაც არ ჰქონდათ  სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად. ვინაიდან, პანსიონი არ შედის განათლების სამინისტროს საჯარო სკოლების შემადგენლობაში, პანსიონში არსებული სკოლა მოსწავლეებს ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით, ხოლო ოჯახებს არ აქვთ საკმარისი სახსრები მათ შესაძენად.

გამომცემლობები: ,,დიოგენე“, ,,სულაკაურის გამომცემლობა“, ,,კლიო“, ,,სედი“, ,,წყაროსთვალი“, ,,ინტელექტი“, ,,სწავლანი“ და მაღაზია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში“ გაერთიანდნენ მარტვილის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის დასახმარებლად და პანსიონატის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცეს მათთვის საჭირო სასკოლო წიგნები.