"საფარის" აქტივობები

“საფარი”ევროპარლამენტში მოხსენებით წარსდგა

დღეს ევროპარლამენტმა კონფერენციას უმასპინძლა, თემაზე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელება და ასოცირების ვალდებულებები ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში“.

კონფერენციაზე კავშირი “საფარის”ხელმძღვანელი ბაია პატარაია სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მან მიმოიხილა საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმები დაკანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო ანტი-დისკრიმინაციულ კანონში სექსუალური შევიწროვების არარსებობა, სასამართლოსადმი მიმართვის ვადის გაზრდის აუცილებლობა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულების არასავალდებულოობა და სხვა პრობლემები. მათ შორის, კონკრეტულ გამოწვევებში მოხსენიებული იყო სიძულვილის ენა, სიძულვილის დანაშაულები და ლგბტ ადამიანებისათვის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საქართველოდან კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ანა ნაცვლიშვილი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მართლმსაჯულების თემა) და ერეკლე ურუშაძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, კორუფციის საკითხები).

საქართველოს გარდა, ბრიუსელში მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობა მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

“საფარის” პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე