"საფარის" აქტივობები / Safe You

“საფარი” საქართველოში მყოფ უკრაინელებს საკუთარ სერვისებს სთავაზობს

ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინელების მიმართ. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ფორმით ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მამაც და მებრძოლ ხალხსს. “საფარი” სამშობლოდან საქართველოში იძლებით გადაადგილებულ უკრიანელებს საკუთარ სერვისებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

პირველ რიგში, ეს არის იურიდიული მომსახურება საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალებისა და ბავშვებისათვის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ “საფარის” მობილური აპლიკაციით – Safe you. ეს არის უფასო ონლაინ სივრცე ქალებისთვის, სადაც მათ შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაზიარება მათთვის მნიშნელოვან საკითხებზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და მათგან თავდაცვის გზების, ფსიქოლოგიის თუ ყოველდღიური პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი, როგორც ქალები აწყდებიან ჩვენს საზოგადოებაში. თემატურ ფორუმებში მათ შეუძლიათ გაიარონ კონსულტაციები პროფესიონალ იურისტებთაბ, სოციალურ მუშაკთან, ექიმ-რეპროდუქტოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, აპლიკაცია საშუალებას აძლევს მათ კრიტიკულ სიტუაციებში გამოუყენონ SOS ღილაკი მათთვის სანდო პირების, ორგანიზაციების თუ პოლიციის დაუყოვნებლივ გამოსაძახებლად.

ჩვენ მოვამზადეთ ბროშურები უკრაინულ ენაზე, სადაც მოცემულია დეტალური ინსტრუქცია “საფარისა” და ორგანიზაციის სერვისების შესახებ. გთხოვთ, გაააზიაროთ ეს ინფორმაცია იმ ონლაინ თუ რეალურ სივრცეებში, სადაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები იყრიან თავს.