"საფარის" აქტივობები

„საფარი“ საჯარო სკოლებში შეხვედრებს განაგრძობს

გუშინ, სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობის”  ფარგლებში, რომელიც ამერიკული ორგანიზაცია USAID-ის მხარდაჭერით, PH international -ის მიერ ხორციელდება, სსიპ 159-ე საჯარო სკოლაში, IX კლასის საკლასო პროექტ “არა ძალადობას” ფარგლებში, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელ დირექტორთან ბაია პატარაიასთან შეხვედრა შედგა.

მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებთან ერთად სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათ შორის ბავშვზე ძალადობა, სკოლის მოსწავლეების წინაშე არსებული პრობლემები, ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების ჩვევები, პატრიარქალური საზოგადოების თავისებურებები, ოჯახში ძალადობა, გენდერის ცნება, კრიმინალური მენტალიტეტის არსებობის მიზეზები.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის სასკოლო განათლების ფარგლებში ხელმისაწვდომი არ არის, და სურვილი გამოთქვეს, რომ საკუთარი ცოდნა დასახელებულ საკითხებთან მიმართებაში კიდევ უფრო გააღრმაონ, რაც მომავალში ორგანიზაცია „საფართან“ მჭიდრო ურთიერთობაში უნდა აისახოს.