"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარი” ქალთა და ბავშვთა უფლებების ხელშემწყობი ევროპული ქსელის წევრი გახდა

“საფარი” ქალთა და ბავშვთა უფლებების ხელშემწყობი ევროპული ქსელის, WAVE-ს წევრი გახდა. ეს არის არაკომერციული, არასამთავრობო, ფემინისტური ქსელი, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის გზით.

WAVE 1994 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის ევროპის 46 ქვეყნის 160-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის წევრი ორგანიზაციები მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს, ასევე ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში ქალთა მიმართ სქესობრივი და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული მდგომარეობის შესახებ. ამ ტიპის თანამშრომლობა ხელს უწყობს ერთი მხრივ, ევროპაში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სრულყოფილი სურათის შექმნას, მეორე მხრივ კი იდეების გაცვლას საერთო გამოწვევებზე საპასუხო მეთოდების შესახებ.