"საფარის" საქმეები

“საფარი” CCloan-ის დისკრიმინაციული რეკლამის შეჩერებას ითხოვს

“საფარმა” CCloan-ის რეკლამასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და სახალხო დამცველს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ დისკრიმინაციული ხასიათის გამო, არსებული რეკლამა შეფასდეს, როგორც არასათანადო რეკლამა  და კომუნიკაციის საშუალებებიდან მოიხსნას. CCloan-ის რეკლამაში ნაჩვენებია ე.წ პანელი, სადაც დგანან სექს-მუშაკები და ქალის ტანსაცმლით შემოსილი მამაკაცი, რომელიც შესაძლოა იყოს ტრანსგენდერი სექს-მუშაკი. “საფარი” მიიჩნევს, რომ რეკლამა დასცინის ამ ადამიანებს და აძლიერებს სტიგმას სისგენდერი და ტრანსგენდერი სექს-მუშაკების მიმართ. “რაც შეეხება ტრანსგენდერ სექს-მუშაკებს, ისინი ორმაგი ჩაგვრის მსხვერპლნი არიან – საკუთარი გენდერული იდენტობის, სექს-მუშაკობის და ამასთან დაკავშირებული სტიგმის გამო. ტრანსგენდერ სექს-მუშკებს კლიენტები ხშირად არ უხდიან ფულს, სცემენ, აუპატიურებენ, ძარცვავენ. ისინი სქესობრივად გადამდები ინფექციების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. სექს-მუშაკებს სტიგმის გამო ხელი ეშლებათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობაშიც“, – ვკითხულობთ საჩივარში.