"საფარის" აქტივობები / Safe You

საფარმა აპლიკაცია Safe You-ს შესახებ ქუთაისში, ბათუმსა და მარტვილში შეხვედრები გამართა

2021 წლის 5, 6 და 7 ივნისს, საფარის იურისტმა ცირა ჯგერენაიამ, აპლიკაცია Safe You-ს შესახებ,  ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან შეხვედრები გამართა ქუთაისში, ბათუმსა და მარტვილში.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში  ძალადობის ფორმებზე და თავდაცვის გზებზე, დეტალურად განიხლეს აპლიკაცია Safe You-ს შესაძლებლობები,  ფუნქციები და საჭიროება, გამართეს დისკუსიები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ რეგიონში.