"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარმა” მოლდოვის სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

“საფარმა” მოლდოვის ოჯახური ძალადობის შემთხვევების მინიტორინგისა და ანალიზის ეროვნული კომისიის წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრის  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურეს ფორმაზე, ფემიციდზე. “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ და დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, გოგა ხატიაშვილმა მოლდოველ სტუმრებს გააცნეს ფემიციდის პრევენციის საქართველოში არსებული მექანიზმები. ასევე, ვისაუბრეთ მათი ეფექტიანობასა და აღსრულების გზებზე.

მოლდოვის სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის 20-ზე მეტი წარმომადგენელი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას და არასამთავრობო ორგანიზაციას ეწვევა. მოლდოვის დელეგაციას წარმოადგენენ ქვეყნის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის, ჯანდაცვისა და და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, გენერალური ინსპექციის, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, სასამართლოსა, სახალხო დამცველის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი საქართველოში იმყოფებიან პროექტის – “სტამბულის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა მოლდოვის რესპუბლიკაში”.