ლგბტქი / ტრენინგები

“საფარში” ლგბტ აქტივისტებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

31 ივლისს, 1, 2 და 3 აგვისტოს, “საფარში” ლგბტ აქტივისტებისთვის ტრეინინგი ჩატარდა, თემაზე „საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება მედიასთან წარმატებული ინტერაქციისათვის“.

გარდა ყოველდღიური, სტრესული გარემოსი, ლგბტ აქტივისტები ძალზე ხშირად აწყდებიან პრობლემას, როდესაც მედიაში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე არტიკულირება უჭირთ. შედეგად, მათ მიერ დღის წესრიგში დაყენებული პრობლემები სიმწვავეს კარგავს, რაც ფართო გასაქანს აძლევს ანტაგონისტურად განწყობილ ძალებს.

იმისათვის, რომ მედიასთან და ზოგადად, საზოგადოებასთან კომუნიკაცია იყოს მაქაიმალურად ლაკონური, მკაფიო და არგუმენტირებული, ოთხდღიანი ტრეინინგის მონაწილეებს ტრენერებმა ნინო დანელიამ, რუსუდან ცხომელიძემ, თამარ გურჩიანმა და ლიკა ბარაბაძემ საზოგადოებრივ ასპარეზზე პრობლემების წარმოჩენის თეორიასა და პრაქტიკაზე გაამახვილეს ყურადღება.

ტრენერებთან ერთად, ტრეინინგის მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: საჯარო გამოსვლების ტექნიკა, რთული კითხვებისთვის თავის გართმევა და “ხიდური” ტექნიკა, ინტერვიუ, კრიზისული კომუნიკაცია და მისი მართვა, საჯარო დებატები და სხვ.

ტრეინინგი ჩატარდა ორგანიზაცია ILGA-Europe-ის მხარდაჭერით.