სექსუალური შევიწროება

საქართველოში მალე ქალთა ტაქსის სერვისი გაეშვება

საქართველოში ქალებისთვის ტაქსის სადღეღამისო სერვისის TaxiWoman-ის გაშვება იგეგმება. ამ მომენტისთვის, კომპანია ქალებისა და 16 წლამდე ბავშვების მომსახურებას გეგმავს. TaxiWoman-ის სოცმედიის გვერდებზე ნათქვამია, რომ იგი თავისი კლიენტებისთვის უსაფრთხო და მშვიდი მგზავრობის სერვისის მიწოდებას აპირებს.

https://www.instagram.com/p/CTkyyNGI65W/?utm_source=ig_web_copy_link

როგორც ჩანს, სერვისი პოპულარული იქნება: მისი ფეისბუქ გვერდი ამ მომენტისთვის 21 072 მოწონებას ითვლის. ეს არცაა გასაკვირი, იმ ფონზე, როდესაც ქალები ძალზე ხშირად საუბრობენ კაცი ტაქსისტების მხრიდან მათ მიმართ გამოყენებულ ძალადობაზე.

კომპანია ამჟამად ქალი მძღოლების შერჩევითაა დაკავებული.

ნუცა: “სიკვდილი მირჩევნია საღამოს ან ღამის საათებში ტაქსიში ჩაჯდომას. შეიძლება ძალიანაც კარგი მძღოლი შეგხვდეს, მაგრამ შეიძლება არ გაგიმართლოს და შეგხვდეს მანიაკი, ათასი იდიოტური შეკითხვით: ასე გვიან რატომ მგზავრობ მარტო? და ხო იცი, რანაირი გოგოები დადიან გვიან? და მსგავსი მილიონი… როგორც წესი, ამ კითხვებს საქმესაც აყოლებენ ხოლმე და მგზავრზე ძალადობენ. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა წიწაკის სასხურებელი შეასხა თვალებში, თორემ განწირული იყო… მეც მქონია ასეთი გამოცდილება და მაჟრიალებს ახლაც მის გახსენებაზე. ქალი მძღოლი ჩემთვის მისწრება იქნება, თამამად გამოვიძახებ ნებისმიერ მომენტში, მხოლოდ ღამით კი არა, დღეც, რა თქმა უნდა. ბავშვების პატრონებიც მშვიდად იქნებიან ალბათ, ირგვლივ ძალიან ბევრს ვიცნობ, რომ უცხო კაცისთვის ბავშვის სკოლაში გატანება არ უნდა და ძალიან წვალობს ამის გამო”.