სექსუალური შევიწროება

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების გამო, პლასიდო დომინგოს მეტროპოლიტენ ოპერამ კონტრაქტი შეუწყვიტა

მეტროპოლიტენ ოპერამ სახელგანთქმულ ტენორთან თანამშრომლობა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების გამო შეწყვიტა.

გასულ ოთხშაბათს, 78 წლის ესპანელ გრანდს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე, ვერდის ოპერა „მაკბეტში“, მთავარი პარტია უნდა შეესრულებინა, მაგრამ სპექტაკლის წინა დღით, დომინგომ განაცხადა, რომ მისი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საოპერო თეატრის 51-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა.

გარდა მეტროპოლიტენ ოპერისა, დომინგოსთან მუშაობაზე უარი რამდენიმე სხვა საოპერო კომპანიამაც თქვა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მომღერალი ოცმა ქალმა დაადანაშაულა გადაკიდებაში, უღირს ქცევასა და მისი მხრიდან წამოსული შევიწროების უარყოფის შემთხვევაში, კარიერის ჩაშლაში.

ეს ბრალდებები აგვისტოში სააგენტო Associated Press-მა ორ სხვადასხვა პუბლიკაციაში გააჟღერა. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული ოპერის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა წინა შაბათს მსახიობებს განუცხადა, რომ დომინგოს ყველა გამოსვლის გასაუქმებლად, ლოს-ანჯელესის ოპერაში ჩატარებული გამოძიების შედეგებს ელოდა.

როიტერის ცნობით, 30-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის მომღერლებმა, მოცეკვავეებმა, მუსიკოსებმა, ვოკალის მასწავლებლებმა და სცენის მუშებმა, ბოლო დროს განაცხადეს, რომ მრავალი წლის მანძილზე ყოფილან დომინგოს მხრიდან უკადრისი საქციელის ან მსხვერპლნი, ან – მოწმენი.

„მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, მე მაშფოთებს ის ატმოსფერო, რომელშიც ადამიანებს რაღაც მიმდინარე პროცესის გამო ადანაშაულებენ. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი გამოჩენა „მაკბეტის“ დადგმაში ჩემს კოლეგებს მძიმე შრომას მოაცდენს როგორც სცენაზე, ასევე მის გარეთ“, – ნათქვამია პლასიდო დომინგოს განცხადებაში.

bbc.com