"საფარის" საქმეები / ქალზე ძალადობა

სტრასბურგის სასამართლომ მარიკა წივწივაძის საქმე დააკომუნიცირა

საქმე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ” (მარიკა წივწივაძის საქმე) სტრასბურგის სასამართლომ დააკომუნიცირა (განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები გაუგზავნა მოპასუხე მხარეს, ანუ მთავრობას, მე-2 მუხლის, რომელიც ეხება სიცოცხლის უფლებას, და მე-14 საფუძველზე, – დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ).

მოპასუხე მხარემ 2017 წლის 20 ოქტომბრისთვის უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები სარჩელთან და მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს შემდეგ კითხვებს: განახორციელა თუ არა სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულებით დაკისრებული ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომ დაეცვა მარიკა წივწივაძის სიცოცხლე;

რა ზომები მიიღო სახელმწიფომ დასახელებული საქმის გამოსაძიებლად? პოლიციის თანამშრომელთა უმოქმედობის კუთხით თუ აღიძრა რომელიმე საქმე?

განიცადა თუ არა მსხვერპლმა სქესის ნიშნით დისკრიმინაცია?

რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები საქართველოში დაცულები არ არიან, მიეკუთვნებოდა თუ არა მსხვერპლი მოწყვლად ჯგუფს?

შეგახსენებთ, მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში კავშირი “საფარი” წარმოადგენს.

დამატებითი ინფორმაცია საქმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე.